რობერტ ბერნსი – “ეპიზოდი”

დღენიადაგ ლუკმაპურის მოპოვებისათვის ბრძოლაში ჩაბმულმა ჯერ კიდევ ახალგაზრდა გენიალურმა შოტლანდიელმა პოეტმა,ფოლკლორისტმა და ლირიკოსმა – რობერტ ბერნსმა (1759-1796 წლები),თავის მშობლიურ სოფელ ალოუეში დაარსა ეგრეთ წოდებული – “უცოლოთა კლუბი”,სადაც თავს იყრიდნენ და სხვადასხვა საკითხებზე დისკუსიებს მართავდნენ განათლებული ახალგაზრდები.საინტერესოა ის გარემოება,რომ რობერტ ბერნსმა საკუთარი ხელითვე დაწერა კლუბის წესდება,რომელშიც ხასგაზმით იყო აღნიშნული:

“ამ საზოგადოების წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ პატიოსანი,ნამუსიანი და გულღია ადამიანი.ქედმაღლები,მედიდურები,თავდაჯერებულები,რომელთაც ცხოვრების მთავარ მიზნად ფულის შოვნა განუზრახავთ,კლუბში არასდიდებით არ მიიღებიან”.

ვინც კარგად იცნობს რობერტ ბერნსის ბიოგრაფიას (რომლის შემოქმედებასაც კაცური კაცობის ჰიმნად განიხილავენ ლიტერატურულ სამყაროში),დამეთანხმება,რომ მის მიერ დაწერილი კლუბის წესდება სრულად შეესაბამებოდა მისსავე პიროვნულ პატიოსნებასა და სინდის-ნამუსს. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>