რევაზ ინანიშვილის რჩევა ახალგაზრდობას…
“ახალგაზრდობამ თავისი საქციელი უნდა მიუსადაგოს არა მარტო საკუთარ ემოციებს,არამედ დროსაც.დროის მკაცრი გრძნობა უნდა ვიქონიოთ ყველამ,გამორჩევით კი ახალგაზრდობის ლიდერებმა.ჯერ კიდევ “ბიბლია” მოუწოდებდა ადამიანებს (ეს მაშინ,როცა ტაატით გადიოდა დღეები და წლები):
“ყოველთათვის ჟამი არს და ჟამი ჩანს ყოვლისა საქმისა ცისა ქვეშე:
ჟამი არს შობისაი და ჟამი სიკვდილისაი; ჟამი არს დანერგვისაი და ჟამი მოფხვრად დანერგულისა; ჟამი არს მოკვლისაი და ჟამი განკურნებისაი; ჟამი დარღვევისაი და ჟამი აშენებისაი; ჟამი ტირილისაი და ჟამი სიცილისაი; ჟამი ტყებისა და ჟამი როკვისაი; ჟამი არს განპებისაი და ჟამი შეკერვისაი; ჟამი არს დუმილისა და ჟამი სიტყვისაი; ჟამი არს სიყვარულისაი და ჟამი სიძულვილისაი”…
წარმოიდგინეთ,დროის რა მტკიცე ჩარჩოებს გვთავაზობს ყოველი ამგვარი რამ დღეს.ახალგაზრდობამ თავისი საქმე უნდა აკეთოს უაღრესად ფრთხილად,მოზომილად.მარტო უარყოფა,თუნდაც მართლაც უარსაყოფი მოვლენებისა,არ ეყოფა ქვეყანას,ხალხს,თუ ამის გვერდით,არ გაკეთდა გასაკეთებელიც.მკეთებლებმა,თავიანთი მგზნებარე სიტყვების შემდეგ,უნდა აკეთონ გასაკეთებელი – სტუდენტმა ისწავლოს,მშენებელმა აშენოს.ნაპოლეონის ცხენოსნები რომ გრიალით გადადიოდნენ გერმანიის ქალაქებზე,გერმანელი სწავლულები ჯიუტად განაგრძობდნენ სარდაფებში თავიანთ ცდებს.დედა სამშობლო,საქართველო,გამორჩევით მისი პატარები და ხანდაზმულები,მკლავდაკაპიწებულ საერო შრომას მოითხოვენ ჩვენგან.ჩვენი საქონელი ჩვენს დაგვიანებაზე ბღავის.მას უამისოდაც აკრთობს ჩვენი მიწისა და ჰაერის გამუდმებული შფოთი.გზა გზობას თხოულობს და წყალი ნამდვილ წყლობას.
ახალგაზრდობა – არა მხოლოდ საომარი პათოსის ქვეშ!” – (ავტორი გენია.ჯი)