ფრაზეოლოგია „სიღარიბის” შესახებ…

„ადამიანი საუბედუროდ ისეა მოწყობილი, რომ ღარიბი ნათესავები – შორეულ ნათესავებად მიაჩნია”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სიღარიბე – დანაშაულის დედაა”.

* * *

„ღატაკი ადამიანი ყველგან დამარცხებულია”.

* * *

„კარგი მრჩეველი ნებისმიერ სიმდიდრეზე ფასეულია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ადამიანი რაც უფრო ნაკლებით იკმაყოფილებს თავს, მით უფრო უახლოვდება ღმერთს”.

* * *

„უმჯობესია იყო ღატაკი, ვიდრე – უვიცი, რადგან თუკი პირველი მოკლებულია ფულს, მეორე მოკლებულია ადამიანურ სახეს”.

* * *

„ქვით ოქროს ცდიან, ოქროთი – ადამიანს”.

* * *

„ადამიანი ამ ქვეყანად იმიტომ კი არ მოდის, რომ სიმდიდრე დააგროვოს, არამედ იმიტომ, რომ ბედნიერება მოიპოვოს”.

* * *

„ნაღდი ფული  - ნაღდი ღირსების მაჩვენებელი არ არის”.

* * *

„ადამიანს იმაზე ფიქრი კი არ მართებს, თუ როგორ გაიმდიდროს თავი, არამედ იმაზედ, თუ როგორ გაიმდიდროს სული”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ღარიბი ადამიანის მენიუა – ჭამოს ის, რაც მოიპოვა და ის, რაც არ დაუკარგავს”.

* * *

„ის, რაც ღარიბთათვის სასიამოვნოა, მდიდართათვის – გაუგებარია”.

* * *

„ჩვენ გვეშინია სიღარიბის, და ეს მაშინ, როდესაც უნდა გვეშინოდეს ჩვენივე სისულელის”.

* * *

„სიღარიბე – შანსია, ხოლო სიმდიდრე – შესაძლებლობა”.

* * *

„ღარიბების ზრუნვის საგანია ძველის ახლად ქცევა, ხოლო მდიდრების კი ახლის ძველად ქცევა”.

* * *

„ყველა ღარიბს ერთი ღმერთი ჰყავს და ყოველდღიურად ისიც მათთან ერთად იძირება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ამ ქვეყანაზე მდიდრებად ის კი არ გვაქცევს, რასაც ვშოულობთ, არამედ ის, რასაც გავცემთ”.

* * *

„ძალიან მარტივია იყვირო უსამართლობის შესახებ მაშინ, როდესაც კარგი მაძღარი და კარგი ჩაცმულ-დახურული ხარ”.

* * *

„მდიდრების სამოთხე ღარიბების ჯოჯოხეთისაგან არის შექმნილი”.

* * *

„არსებობს სიღარიბეზე უარესი რამ, და მას – დამცირება ჰქვია”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>