დედოფალი ვიქტორია – “ეპიზოდი”
1865 წელს ლონდონში გამოიცა იმ პერიოდისათვის უცნობი მწერლის – ლუის კეროლის (1832-1898 წლები) მიერ დაწერილი წიგნი (ზღაპარი),სახელწოდებით – “ალისას თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში”.პირველები,რომლებმაც კეროლის წიგნი გამოცემისთანავე წაიკითხეს,გახლდნენ დიდი ირლანდიელი მწერალი – ოსკარ უაილდი და დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ჰანოვერების დინასტიიდან – ვიქტორია.დედოფალზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ლუისის მიერ დაწერილმა წიგნმა. (ავტორი გენია.ჯი) ვიქტორიამ ივარაუდა,რომ ავტორს სხვა ლიტერატურული ნაწარმოებებიც ექნებოდა დაწერილი და გადაწყვიტა მათაც გაცნობოდა.მან თავის ქვეშევრდომებს მწერლის მიერ დაწერილი აბსოლუტურად ყველა წიგნის ბუკინგემის სასახლეში მიტანა დაავალა.დავალება,რაღა თქმა უნდა უმოკლეს ვადებში იქნა აღსრულებული,თუმცა ვიქტორიას გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა,როდესაც ლუისის მიერ დაწერილი ყველა წიგნი,გარდა ზემოთ მოხსენიებული ნაწარმოებისა,მხოლოდ და მხოლოდ მათემატიკურ მეცნიერებასა და მათემატიკურ ფორმულებს ეძღვნებოდა.დედოფალმა არ უწყოდა,რომ ლუის კეროლი პროფესიით მათემატიკოსი იყო და მას მანამდე სხვა ლიტერატურული ნაწარმოებები შეთხზული არ ჰქონდა. – (ავტორი გენია.ჯი)
ლუის კეროლი
ლუის კეროლის წიგნი – “ალისას მოგზაურობა საოცრებათა ქვეყანაში”