ფრანსუა ვიეტი – “ეპიზოდი”
ფრანსუა ვიეტი (1540-1603 წლები) – მიუხედავად იმისა,რომ პროფესიით იურისტი გახლდათ,წარმოადგენდა გენიალურ ფრანგ მათემატიკოსსა და სიმბოლური ალგებრის ფუძემდებელს.თავისი ნიჭისა და ახლობელთა წყალობით შეიქმნა ბრწყინვალე კარიერა.თავდაპირველად,საფრანგეთის მეფის – ანრი III ვალუას მრჩეველი გახდა,ხოლო მისი მკვლელობის შემდგომ – ანრი IV დე ბურბონის მრჩეველი. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მის წინააღმდეგ ერთობ დიდ ინტრიგებს ხლართავდა რიგი ფრანგი დიდებულებისა.თუმცა მათ ამის ლოგიკური საბაბიც ჰქონდათ,რადგან რწმენით კათოლიკე ვიეტი,კათოლიკეების დაუძინებელი მტრების – ჰუგენოტების მოძრაობის მეთაურთა გარემოცვაში ცხოვრობდა (სწორედ იმ პერიოდში განხორციელდა კათოლიკეების მიერ ჰუგენოტების მასობრივი ჟლეტა,რომელიც ისტორიაში – “ბართლომეს ღამის” სახელით შევიდა).როგორც ბიოგრაფები შენიშნავენ,ფრანსუას რელიგიურ საკითხებზე წამოჭრილი უთანხმოებები ნაკლებად აღელვებდა.საქმე იქამდეც კი მივიდა,რომ ვიეტს კოცონზე დაწვაც კი დაუპირეს,თუმცა იგი სიკვდილით დასჯისაგან საკუთარმა გენიალურმა შესაძლებლობებმა იხსნა.კერძოდ,მან გასაოცარი ძალისხმევის შედეგად მოახერხა საფრანგეთში მოქმედი ესპანელი აგენტების მიერ ესპანეთის მეფის – ფერდინანდ II-სადმი გაგზავნილი კოდირებული მიმოწერების გაშიფვრა,რომლებიც თავის მხრივ, 600 სხვადასხვა ნიშნისაგან შედგებოდა და რომლებსაც ესპანელი ჯაშუშები პერიოდულად ცვლიდნენ.ესპანელთათვის ყოვლად წარმუდგენელი რამ გახლდათ მათი კოდირებული წერილების გაშიფვრა.ისინი მიიჩნევდნენ,რომ ადამიანურ გონებას არ ძალუძდა ასეთი სახის მიმოწერის გაშიფვრა,რის გამოც ფრანსუა ვიეტსა და ანრი IV დე ბურბონს ფერდინანდ II – სატანასთან კავშირში დებდა ბრალს.ფრანგული სახელმწიფოსადმი გამოჩენილმა დიდმა ღვაწლმა,ფრანსუას სიკვდილით დასჯა თავიდან აარიდა,თუმცა იგი პარიზიდან გადასახლებისაგან (1584 წელს) მაინც ვერ იხსნა. – (ავტორი გენია.ჯი)