რენე დეკარტი – “ეპიზოდი”
დიდმა ფრანგმა ფილოსოფოსმა,მათემატიკოსმა და მეცნიერმა – რენე დეკარტმა (1596-1650 წლები),პირველმა შეიმუშავა მეთოდი რიგებისა და სავარძლების ნუმერაციის დანერგვისა სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში.მათ შორის თაეტრებშიც.დეკარტის აღნიშნულმა შეთავაზებამ დიდი მოწონება დაიმსახურა იმ ფრანგ არისტოკრატებში,რომლებიც ჭეშმარიტი თეატრალები (თეატრის მოყვარულები) იყვნენ. (ავტორი გენია.ჯი) მათ გადაწყვიტეს,რომ რენეს შესანიშნავი ინოვაცია საფრანგეთის მეფის – ლუი XIII სამართლიანისათვის ეცნობებინათ.ლუის,რომელიც ფილოსოფოსებს და ზოგადად,ფილოსოფიას არც თუ ისე კეთილგანწყობილი თვალით უყურებდა,ფრანგი მეცნიერის იდეა ძალიან მოეწონა.თუმცა,როდესაც ფრანგმა არისტოკრატ-თეატრალებმა მეფეს რენეს დაჯილდოევა თხოვეს,მისგან შემდეგი პასუხი მიიღეს:
” – ის,რაც დეკარტმა შემოგვთავაზა,ნამდვილად შესანიშნავი იდეაა და ჯილდოსაც იმსახურებს.მაგრამ ჯილდო გადავცე ფილოსოფოსს? ეს უკვე მეტისმეტია!”
შესაბამისად,ფილოსოფიის მოძულე მეფემ,რომელსაც ზედსახელად “სამართლიანს” უწოდებდნენ,რენე დეკარტი ყოველგვარი ჯილდოს გარეშე დატოვა.მიუხედავად ამისა,ფრანგულ თეატრებში მაინც აქტიურად დაიწყო რიგებისა და სავარძლების ნუმერაციის პროცესი. – (ავტორი გენია.ჯი)
ლუი XIII სამართლიანი