არაადამიანური ფაქტები იოჰან პაულ კრამერის (ოსვენციმელი ჯალათის) დღიურიდან…
იოჰან პაულ კრამერი (1883-1965 წლები) – წარმოადგენდა იმ გერმანელ ქირურგს,ვილჰელმის სახელობის ვესტფალის უნივერსიტეტის ანატომიის პროფესორსა და თავისი არაადამიანური თვისებებით ცნობილ “ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის” ექიმს,რომელიც მესამე რაიხის მიზანთროპული რეჟიმის მიერ – “ქვეყნის დამსახურებულ მეცნიერად და აკადემიური საზოგადოების საპატიო წევრად” იყო გამოცხადებული. (ავტორი გენია.ჯი) მეწისქვილის ოჯახში დაბადებული კრამერი გერმანიის ნაციონალ-სოციალისტურ მუშათა პარტიაში ჯერ კიდევ 1932 წელს გაწევრიანდა,ხოლო გერმანული “შუცშტაფელის”,იგივე “სს”-ის რიგებში კი 1934 წელს.მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას (1941 წელი) “სს”-ის გაუპშარფიურერის სამხედრო ჩინი მიიღო. 1942 წლის 29 აგვისტოს მივლინებული იქნა “სივდილის ფაბრიკად” წოდებულ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში,სადაც იმავე წლის 18 ნოემბრამდე დარჩა.ამ პერიოდში იგი სისტემატურად ესწრებოდა ტყვეთა სიკვდილით დასჯას და ახდენდა მათი გარდაცვალების ფაქტების კონსტანტირებას.გარდა ამისა, 15-ჯერ დაესწრო გაუბედურებული ადამიანების გაზის კამერებში მკვლელობის “სპეციალურ აქციებს”,სადაც მისი მთავარი მოვალეობა მდგომარეობდა იმაში,რომ გაზით მოწამვლის შემთხვევაში გერმანელი ესესელებისათვის სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა.კრამერი ოსვენციმში ატარებდა ეგრეთ წოდებულ “სამედიცინო ექსპერიმენტებს”,რომლებიც განსაკუთრებული სადიზმითა და სულისშემძვრელი შედეგებით სრულდებოდა.გერმანელი ვამპირი-ქირურგი,თავის დღიურს 1940 წლიდან 1945 წლამდე აწარმოებდა და სწორედ აღნიშნული დღიური იქცა მოგვიანებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებად ფაშისტების მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებებისა.საღად მოაზროვნე ადამიანებისათვის რთულად წარმოსადგენია,თუმცა ფაქტია,რომ იმ ამაზრზენ ექსპერიმენტებს,რასაც იგი ოსვენციმში “მუშაობის” პერიოდში ატარებდა “ჩვეულებრივი სამუშაოდ” მოიხსენიებდა.იმ სამი თვის მანძილზე,რაც მან “სიკვდილის ფაბრიკად” წოდებულ ბანაკში გაატარა,მის სახელთან დაკავშირებულია 12 291 ადამიანის გაზის კამერებში განთავსება და მკვლელობა.აქ მხედველობაში არ მიიღება ის “ინდივიდუალური შემთხვევები” ადამიანების მკვლელობებისა,რომლებიც კრამერის მიერ ჩატარებულმა სასტიკმა სამედიცინო ექსპერიმენტებმა იმსხვერპლა.
აღნიშნულ პოსტში წარმოგიდგენთ ფაშისტი ქირურგი-ყასაბის – იოჰან პაულ კრამერის მიერ შედგენილ დღიურში მოყვანილ რამდენიმე ფაქტს,რომელიც ძალიან რთული წასაკითხი და აღსაქმელია ნორმალური ადამიანისათვის:
1942 წლის 2 სექტემბერი – პირველად მივიღე მონაწილეობა “სპეციალურ ოპერაციაში”.ამ დღეს საფრანგეთიდან ოსვენციმში ჩამოიყვანეს 937 ებრაელი,რომელთაგანაც სიკვდილს მხოლოდ 39 მათგანი გადაურჩა.დანარჩენი,გაზის კამერებში იმავე დღეს იქნენ განადგურებული.შემიძლია თამამად განვაცხადო,რომ დანტე ალიგიერის მიერ აღწერილი ჯოჯოხეთი ოსვენციმთან შეადერით – ნამდვილი კომედია გახლავთ.
1942 წლის 5 სექტემბერი – ამ დღეს შეიძლება ვუწოდოთ – “საშინელება სიშინელებათა შორის”,რადგან ბზეჟიკოს გაზის კამერებში სიკვდილით იქნა დასჯილი 800 მუსულმანი ტყვე ქალი.გარდა ამისა,ნიდერლანდებიდან ჩამოიყვანეს 714 ებრაელი,რომელთაგან იმავე დღეს სიკვდილით დაისაჯა 661 მათგანი.სწორედ ამ დღეს განმიცხადა ბანაკის აღელვებულმა ჰაუპტშარფიურერმა ტილომ,რომ განხორციელდა “მსოფლიოს ანალური გახსნა”.იმ სამხედროებმა და ჩვენთვის მომუშავე ბანაკის სხვადასხვა ეროვნების ტყვეებმა,რომლებმაც აღნიშნულ “სპეცოპერაციებში” მიიღო მონაწილეობა,დამატებით გადაეცათ სპეცსაკვების მენიუ – 5 კოლოფი სიგარეტი, 200 გრამი არაყი, 100 გრამი ძეხვი და პური.საგულისხმოა,რომ ის ადამიანები,რომლებიც ჩვენს სასარგებლოდ მუშაობდნენ,მაქსიმალურად ცდილობდნენ ასეთ ოპერაციებს არ გამოკლებოდნენ. და ამის უმთავრესი მიზეზი,სწორედ სპეცმენიუ გახლდათ. – (ავტორი გენია.ჯი)
1942 წლის 6 სექტემბერი – ჩვენი ჰოსპიტლის განყოფილებაში გაკეთებული იქნა დიდი ზომის პოსტერი,შემდეგი წარწერით: “როდესაც ცხოვრებაში გიმართლებს,კარგად ხედავენ,თავს გიხრიან და გვერდს გივლიან; თუმცა არავინ ივიწყებს,მიზანს თუ ერთხელ მაინც ააცილე”.საღამოს 8 საათზე საფრანგეთიდან 981 ებრაელი ჩამოიყვანეს.მათგან ცოცხალი მხოლოდ 54 გადარჩა.
1942 წლის 3 ოქტომბერი – სამედიცინო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად ტიფით დაავადებული ადამიანებს ამოვუღე აბსოლუტურად ცინცხალი მასალა ორგანოებისა,მათ შორის – ღვიძლი,ელენთა და პანკრეასი,რომელთა ნაწილი სპირტით სავსე ქილებში შევინახე (გასათვალისწინებელია,რომ ყასაბი გერმანელი ქირურგი თავისი ექსპერიმენტების ჩატარებისას,ისე უღებდა ცოცხალ ადამიანებს ორგანოებს,რომ მათ ტკივილგამაყუჩებლებსაც კი არ უკეთებდა).
1942 წლის 12 ოქტომბერი – ვესწრებოდი “სპეციალურ ოპერაციას”,რა დროსაც ნიდერლანდებიდან ჩამოყვანილი 1 600 ტყვე იქნა განადგურებული გაზის კამერებში.განსაკუთრებული საშინელება ტრიალებდა ბოლო გაზის კამერასთან…
1942 წლის 13 ოქტომბერი – დავესწარი 7 პოლონელი ტყვის დახვრეტას.
1942 წლის 15 ოქტომბერი – სადილობის შემდეგ,ჩავატარე სამედიცინო ექსპერიმენტი,რომლის შედეგადაც მივიღე ადამიანების ორგანოების სრულიად ახალი მასალა…
1945 წლის აგვისტოში – იოჰან პაულ კრამერი ბრიტანელმა სამხედროებმა დააკავეს.მას ჩამოერთვა ოსვენციმში წარმოებული დღიური,რის შემდეგაც გადაეცა პოლონეთის ხელისუფლებას.მიესაჯა სიკვდილით დასჯა,თუმცა ხანდაზმული ასაკის (63 წელი) გამო სიკვდილით დასჯა სამუდამო პატიმრობით შეეცვალა. 1958 წლის 10 იანვარს განთავისუფლდა პატიმრობიდან.განთავისუფლების შემდეგ საცხოვრებლად დასავლეთ გერმანიაში გადავიდა,სადაც წამოიწყო ერთობ გახმაურებული კამპანია,სახელწოდებით – “მე პოლონელებმა ცილი დამწამეს!” კრამერის მიერ წამოწყებულმა კამპანიამ უკუეფექტი გამოიწვია და იგი კვლავ დააპატიმრეს.მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.თუმცა მისი პატიმრობა მხოლოდ ფიქციას წარმოადგენდა,რადგან კვლავაც თავისუფლებაზე რჩებოდა.ჩამოერთვა პროფესორის ხარისხი და აეკრძალა ლექციების წაკითხვა.ოსვენციმელმა ჯალათმა – იოჰან პაულ კრამერმა სული განუტევა 1965 წლის 8 იანვარს დასავლეთ გერმანიის ქალაქ მიუნსტერში.მის მიერ წარმოებული დღიურის წაკითხვა კი უდიდეს სიძულვილს აღუძრავს ადამიანებს,არა მარტო ავტორის მიმართ,არამედ,ზოგადად ფაშიზმის მიმართაც. (ავტორი გენია.ჯი)