იაროსლავ ჰაშეკი – “ეპიზოდი”
დიდი ჩეხი მწერალი-სატირიკოსი,დრამატურგი და ფელეტონისტი – იაროსლავ ჰაშეკი (1883-1923 წლები) განსაკუთრებული იუმორისა და მისტიფიკაციის გრძნობით იყო დაჯილდოებული.საყურადღებოა,რომ მას ჩვევად ჰქონდა ერთი მეტად უცნაური თვისება.კერძოდ,როდესაც მოიწყენდა და მეგობრების ნახვა მოესურვებოდა ხოლმე,გაზეთებში საკუთარი გარდაცვალების შესახებ ნეკროლოგს აქვეყნებდა. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ,რაც ჰაშეკის სამეგობრო მეგობრის გარდაცვალების შესახებ შეიტყობდა ინფორმაციას,ისინი უმალვე იაროსლავის სახლში იყრიდნენ თავს,თუმცა მათდა საკვირველად და საბედნიეროდ,იაროსლავი ცოცხალი და საღ-სალამათი ხვდებოდათ.ასეთი ფაქტი ჩეხი მწერლის ბიოგრაფიაში რამდენჯერმეა დაფიქსირებული.
1923 წლის 3 იანვარს იაროსლავ ჰაშეკი მართლაც გარდაიცვალა.მწერლის დაკრძალვას ლიპნიცეში მხოლოდ მისი ოჯახის წევრები და სოფლის ასამდე მაცხოვრებელი დაესწრო.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ჰაშეკის დიდი სამეგობროდან მისი ცხედარი უკანასკნელ გზაზე მხოლოდ ერთადერთმა მეგობარმა,მხატვარმა – პანუშკამ გააცილა.სხვებმა კი იაროსლავის გარდაცვალების შესახებ მიღებული ინფორმაცია,მის მიერვე გავრცელებულ მორიგ მისტიფიკაციურ გამოხდომად მიიჩნიეს და ლიპნიცში არ ჩასულან.ასევე მოიქცა ჰაშეკის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი და მწერალი – ეგონ ერვინ კიშიც,რომელმაც ჰაშეკის გარდაცვალების შესახებ მიღებული მორიგი ცნობის შემდეგ ასეთ რამ განაცხადა: “იარდა (ასე მოიხსენიებდნენ იაროსლავს მეგობრები) პირველად არ გვასულელებს ჩვენ.არ მჯერა! რამდენჯერ მოკვდა იგი უკვე! ჰაშეკს უფლება არა აქვს მოკვდეს.ის ხომ ჯერ ორმოცი წლისაც არ არის”. – (ავტორი გენია.ჯი)
იაროსლავ ჰაშეკის საფლავი ლიპნიცეში