იგორ სტრავინსკი – “ეპიზოდი”
იგორ სტრავინსკი (1882-1971 წლები) – წარმოადგენდა ცნობილ რუს კომპოზიტორს,დირიჟორსა და პიანისტს.პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინ სტრავინსკების ოჯახი საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა.გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა პარიზში.სწორედ აღნიშნული ვიზიტისას დახატა (1920 წლის 31 დეკემბერი) მისი პორტრეტი გენიალურმა ესპანელმა მხატვარმა და მოქანდაკემ – პაბლო პიკასომ. (ავტორი გენია.ჯი) მალევე კომპოზიტორმა პარიზი დატოვა და იტალიას ეწვია.როდესაც იგი იტალიას ტოვებდა,საზღვარზე იტალიელმა მებაჟეებმა მის ბარგში პიკასოს მიერ ფუტურისტული სტილით შესრულებული სტრავინსკის პორტრეტი აღმოაჩინეს.როგორც ცნობილია,ფუტურიზმი ავანგარდისტულ მიმდინარეობებს შორის ყველაზე რადიკალური ხელოვნებაა და მის მიზანს წარმოადგენს არა გარემომცველი სინამდვილის ასახვა და შეცნობა,არამედ ახალი რეალობის შექმნა.როგორც აღმოჩნდა,იტალიელი მებაჟეები ვერ ჩასწვდნენ ფუტურისტული მანერით შესრულებული სურათის არსს და მასზე დატანილი ხაზები დაშიფრულ საიდუმლო მასალად მიიჩნიეს,რის გამოც იგი იგორ სტრავინსკის ჩამოართვეს. – (ავტორი გენია.ჯი)
პაბლო პიკასოს მიერ დახატული “იგორ სტრავინსკის პორტრეტი”