“ზაირული ზაირის” უჩვეულო ფულადი ბანკნოტები…
დამოუკიდებლობის მოპოვებიდან რამდენიმე თვეში,სხვადასხვა ბუნებრივი მინერალებით მდიდარი აფრიკულ ქვეყანა – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა საშინელმა სამოქალაქო ომმა მოიცვა.დემოკრატიული გზით არჩეული ქვეყნის პრემიერ-მინისტრის – პატრის ემერი ლულუმბას (1925-1961 წლები) ხელისუფლება ამბოხებულებმა დაამხვეს,ხოლო თავად ლულუმბა მოკლეს.ხელისუფლებაში მოსულმა გენერალმა – ჯოზეფ მაბუტუ სესე სეკომ,თავისი მმართველობისას კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სახელი შეუცვალა და – ზაირის რესპუბლიკა უწოდა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,შემოიღო ახალი ფულადი ბანკნოტები – “ზაირული ზაირები”,რომლებზეც მისივე პორტრეტები იქნა დატანილი.მობუტუმ სახელშეცვლილი ქვეყანის ძარცვა გასაოცარი “გულმოდგინებით” დაიწყო და მალევე იგი მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად იქცა.ზაირში გამეფებულმა კორუფციამ და ქვეყნის არასწორმა ეკონომიკურმა კურსმა აფრიკული სახელწმიფო სრული კოლაფსის წინაშე დააყენა.ამ გარემოებებმა კი ზაირის რესპუბლიკის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გააღატაკა.
1997 წელს,თავად მაბუტუს რეჟიმი იქნა დამხობილი.ზაირიდან გაქცეულმა დიქტატორმა თავი მაროკოს შეაფარა და რამდენიმე თვეში პროსტატის კიბოს შედეგად გარდაიცვალა.ახალმა ხელისუფლებამ ზაირის რესპუბლიკას კვლავ ძველი სახელწოდება – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაუბრუნა.მალევე,ქვეყანაში ფულადი ბანკნოტების მძაფრი ნაკლებობა დაფიქსირდა,რის გამოც ხელისუფლებამ გადაწყვიტა,რომ სანამ ახალი ფულადი ბანკნოტები დაიბეჭდებოდა და მიმოქცევაში ჩაეშვებოდა,კვლავაც იმ ბანკნოტებით ესარგებლა მოსახლეობას,რომელზეც ზაირის რესპუბლიკის ყოფილი ავტორიტარი მმართველის პორტრეტები იყო დატანილი.თუმცა,ერთი აუცილებელი სახესხვაობით: “ზაირულ ზაირზე” ამოჭრილი უნდა ყოფილიყო მაბუტუს პორტრეტი (ზემოთ განთავსებული სურათი).ასე გაგრძელდა მანამ,სანამ 1998 წელს შემოღებული არ იქნა ახალი ფულადი ერთეული – “კონგოლეზიური ფრანკი”. – (ავტორი გენია.ჯი)
“ზაირული ზაირი” (მაბუტუს გამოსახულებით)
თანამედროვე “კონგოლეზიური ფრანკი”