ოშუნი
ოშუნი - აფრიკის დასავლეთ ნაწილში მაცხოვრებელი ხალხის – იორუბას მითოლოგიის მიხედვით წარმოადგენს სიყვარულისა და მტკნარი წყლის შემცველობის მქონე წყალსატევების მფარველ იმ ღვთაებას,რომელიც შესაძლოა მიჩნეული იქნას ძველბერძნული – აფროდიტეს ანალოგად.ოშუნის მეუღლე გახლდათ “ზეციური მამის” სახელით ცნობილი ჭექა-ქუხილისა და ელვის სული – შანგო,ხოლო და – იემაია კი “დედა-ღვთაებად” არის წოდებული. (ავტორი გენია.ჯი) გამოირჩეოდა გასაოცარი სილამაზითა და გამოისახებოდა ძვირფასი სამკაულებით შემკული ქალის სახით (იშვიათად ქალთევზას სახითაც).ოშუნის,თავისი წმინდა და სუფთა რეპუტაციის გამო ხშირად მტკნარ წყალთანაც აასოცირებენ,რადგან როგორც ცნობილია,აფრიკის დასავლეთში მაცხოვრებელ იორუბას ხალხში მტკნარი წყალი მისი ნაკლებობის გამო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რესურსად განიხილება.გარდა ამისა,იორუბას ხალხის რწმენით ოშუნი იცავს ორსულ ქალებსა და მათ ჩვილებს მშობიარობისას.გამოირჩევა სხვადასხვა სახეობის დაავადებებთან ბრძოლითაც,მათ შორის ეგრეთ წოდებულ “ყვავილის” დაავადებასთან.სუსტი სქესის წარმომადგენლები აღნიშნულ ღვთაებას სიყვარულის პოვნაში თხოვენ დახმარებას,ხოლო მამაკაცები - სიმდიდრის შეძენაში.ოშუნის დღედ – შაბათია მიჩნეული,ხოლო საყვარელ ფერებად კი – თეთრი და ოქროსფერი.იორუბას ხალხის წარმოდგენით იგი ძალიან კეთილშობილი არსებაა და არასოდეს გამოამჟღავნებს რისამე განადგურებისადმი ლტოლვას. – (ავტორი გენია.ჯი)
შანგო (ოშუნის მეუღლე)
იემაია (ოშუნის და)