ჯონ მონტეგიუ – “ეპიზოდი”
ერთ დღეს,ქუჩაში მიმავალ ბრიტანეთის საადმირალოს პირველ ლორდსა და დიპლომატს – ჯონ მონტეგიუს (1718-1792 წლები),ევროპული რადიკალიზმის აღდგენის მოსურნე პოლიტიკური ოპონენტი და ჟურნალისტი - ჯონ უილკსი (1725-1797 წლები) შემოხვდა.მცირეოდენი გასაუბრების შემდგომ,მონტეგიუმ თავისი ღვარძლი ოპონენტის მიმართ შემდეგი სიტყვებით გამოხატა:
- სერ,თქვენ ან სახრჩობელაზე დაასრულებთ სიცოცხლეს ან სიფილისის ინფექციური დაავადებით აღესრულებით.
- მილორდ,მინდა მოგახსენოთ,რომ პირველ შემთხვევაში,ეს დამოკიდებულია იმაზე,რამდენად გავითვალისწინებ თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებს,ხოლო მეორე შემთხვევაში კი,ეს დამოკიდებულია თქვენსავე საყვარელ ქალზე, – ერთმნიშვნელოვნად უპასუხა უილკსმა. – (ავტორი გენია.ჯი)
ჯონ უილკსი