ალექსანდრე დიუმას რომანიდან – „სამი მუშკეტერი”

„დამიჯერეთ, კარგად დამალეთ თქვენი ჭრილობანი. დუმილი უკანასკნელი შვებაა უბედურთა. ფრთხილად იყავით, არავის დაანახვოთ კვალი თქვენი მწუხარებისა, არავის, ვინც უნდა იყოს! ცნობისმოყვარენი ისე ტკბებიან ჩვენი ცრემლებით, როგორც ბუზები დაჭრილი ირმის სისხლით”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„არ არის ქვეყანაზე ისეთი ქალი, რომ ძებნის ღირსი იყოს”.

* * *

„შრომის ღირსება მისი სიძნელით განისაზღვრება”.

* * *

„მთელი ჩვენი ცხოვრება სამი სიტყვით შეგვიძლია გამოვხატოთ: იქნება, არის, იყო”.

* * *

„ – მე იმას ვამბობ, რომ სიყვარული ლატარიაა და ვინც მოიგებს, სიკვდილს მოიგებს! მერწმუნეთ, ჩემო დ’არტარიან, ბედნიერი კაცი ხართ, რომ არ მოგიგიათ და, თუ მიიღებთ ჩემგან რჩევას, ეცადეთ, ყოველთვის წაგებული დარჩეთ”.

* * *

„ – მტვერი ვარ, მტვრად ვიქცევი! სიცოცხლე დამცირების და წამების ჭაობია. წვრილი ძაფებით არის მიკრული ბედნიერებაზე, და როგორც კი მიუახლოვდება ადამიანი, ყველა წყდება მის ხელში, მეტადრე თუ ოქროსია ძაფი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ერთგვარი ზნეობრივი უპირატესობა ეძლევა ადამიანს, როდესაც იგი თავისი ამხანაგების ცხოვრებას იცნობს”.

* * *

„ისე ვერაფერი ააჩქარებს დროის სრბოლას და ვერ შეამოკლებს გზას, როგორც ფიქრი”.

* * *

„პატიოსან კაცს თავისი სიტყვის მეტი არა აქვს რა”.

* * *

„აჰ, ეს ყმაწვილკაცობა! ყმაწვილკაცობა! გიყვართ ვინმე? ფრთხილად იყავით, გეუბნებით: ქალმა დაღუპა ყველა კაცი, მომავალშიც არავინ გადაურჩება მის ცბიერებას”.

* * *

„ხიდზე რომ გადადიოდეთ, კარგად გასინჯეთ, ფიცარი არ ჩაგიტყდეთ და წყალში თქვენც არ ჩაჰყვეთ. თუ ისეთი სახლის წინ გაივლით, რომელსაც აშენებენ, თვალი ზემოთ გეჭიროთ, რომ ქვა არ დაგეცეთ თავში. თუ გვიან აპირებთ შინ მისვლას, მსახურიც თან იყოლიეთ, ოღონდ ისე, რომ ისიც კარგად იყოს შეიარაღებული. მოერიდეთ ყველას ამქვეყნად, თქვენს მეგობრებსაც, თქვენს ძმასაც, თქვენს საყვარელსაც, მეტადრე – თქვენს საყვარელს!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„წმინდანივით უმწიკვლო, სათნოებით აღსავსე ადამიანი მაინც არ არის უზრუნველყოფილი შეურაცხყოფისა და დევნისგან”.

* * *

„ისე ვერ გაიცინებს გაიძვერა, როგორც პატიოსანი კაცი იცინის, იმ ცრემლით არ ტირის პირმოთნე, რომელსაც გულწრფელი აფრქვევს. ნიღაბი არის ყოველგვარი სიცრუე და ძალიან კარგადაც რომ ჰქონდეს ჩამოფარებული ეს ნიღაბი, მაინც ყოველთვის შეძლებს დაკვირვებული კაცი ნიღბისა და ნამდვილი სახის განსხვავების დანახვას”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>