“ღორული ომი”
XIX საუკუნის 50-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადას შორის კუნძულ სან-ხუანის გამო (არქიპელაგ – სან-ხუანის სიდიდით მეორე კუნძული) საკმაოდ დიდი დავა მიმდინარეობდა.იმავე პეროდში,კერძოდ 1859 წლის 15 ივნისს ამერიკელმა,გვარად – კეტლერმა,თავის კარ-მიდამოში კანადელი მეზობლის,გვარად – გრიფიტის ღორი შენიშნა,რომელიც კეტლერის მოსავალს პირწმინდად ანადგურებდა. (ავტორი გენია.ჯი) ნანახით აღშფოთებულმა ამერიკელმა უმალვე თოფს წამოავლო ხელი და ღორი თავისივე ეზოში მოკლა.მას შემდეგ,რაც კეტლერი ცოტაოდენ დამშვიდდა,გადაწყვიტა მეზობელს შერიგებოდა და ღორის მოკვლის სანაცვლოდ მისთვის კომპენსაცია გადაეხადა.იგი მივიდა გრიფიტთან და საკომპენსაციოდ 10 ამერიკული დოლარი შესთავაზა.ღორის მეპატრონემ საკომპენსაციო თანხის ოდენობა იცოტავა და კეტლერისაგან 100 $ მოითხოვა.ამერიკელმა კანადელის წინადადება არ მიიღო,რამაც მათ შორის წარმოშობილი დავა კიდევ უფრო გაამწვავა.საქმეში ჯერ გრიფიტისა და კეტლერის მეგობრები ჩაერთვნენ,ხოლო მოგვიანებით კი,ამერიკელი და კანადელი სამხედროები.დავამ ექსკალაციის პიკს 1859 წლის 10 აგვისტოს მიაღწია,რადგან სწორედ ამ დღეს გამოვიდა 461 ამერიკელი ჯარისკაცი 2 140 ბრიტანელი და კანადელი ჯარისკაცის წინააღმდეგ საბრძოლველად.საბედნიეროდ,მათ ეყოთ იმის გონიერება,რომ დაპირისპირება სისხლვისღვრაში არ გადაზრდილიყო.მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა კეტლერსა და გრიფიტს შორის წარმოშობილი დავა საერთაშორისო არბიტრაჟს განეხილა.იმ პერიოდის “ტრეტეის სასამართლოს” (კომერციული არბიტრაჟი) თავჯდომარემ ვილჰელმ I ფრიდრიხ ლუდვიგმა ზემოთმოხსენიებული მოდავეების საქმე განსახილველად საარბიტრაჟო კომისიის სამ წევრს გადასცა.საბოლოოდ, 1872 წლის 21 ოქტომბერს,შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამოცხადებული განაჩენის თანახმად გამართლებული იქნა ამერიკელი – კეტლერი.ამერიკელი და კანადელი მეზობლების დავა 13 წლის განმავლობაში გაგრძელდა და ისტორიაში შევიდა – “ღორული ომის” სახელწოდებით.