ჯორჯ სოროსის მშობლების შესახებ…
უნგრეთში დაბადებული ებრაული წარმომავლობის მქონე ამერიკელი ფინანსისტის,ინვესტორისა და ფილანტროპის - ჯორჯ სოროსის მამა – ტივადარ სოროსი (1894-1968 წლები) პროფესიით იურისტი გახლდათ,თუმცა ხელოვნურ საერთაშორისო დამხმარე ენაზე – ესპერატნტოზე -”ესპერი”-ს” ფსევდონიმით წერდა და აქვეყნებდა რიგ ლიტერატურულ ნაწარმოებებსაც (მის კალამს ეკუთვნის ცნობილი ნოველა – “თანამედროვე რობინზონები”).საგულისხმოა ის გარემოება,რომ ტივადარი საკუთარი ნებით ჩაეწერა ავსტრო-უნგრულ კოალიციურ ჯარებში და მონაწილეობა მიიღო პირველ მსოფლიო ომში,რა დროსაც იგი რუსეთის იმპერიის ჯარისკაცებმა აიყვანეს ტყვედ.დაკავების შემდგომ გადაგზავნილი იქნა ციმბირში,საიდანაც გაქცევით უშველა თავს. (ავტორი გენია.ჯი) უდიდესი ტანჯვა-წამების შედეგად ტივადარი კვლავაც მშობლიურ უნგრეთში დაბრუნდა.
ჯორჯის დედა – ერზებეტ სუჩმა სახელი გაითქვა იმით,რომ მეორე მსოფლიო ომის მიმიდნარეობისას მრავალი უნგრელი ებრაელი იხსნა “სიკვდილის ბანაკებში” დეპორტაციებისაგან.იგი არა მარტო იფარებდა ებრაელ თანამემამულეებს,არამედ მათ ყლაბი საბუთების დამზადებასა და ქვეყნის დატოვებაშიც დიდ დახმარებას უწევდა.
“1956 წლის უნგრეთის რევოლუციის” სახელით ცნობილი მოვლენების დროს სოროსებმა დატოვეს ქვეყანა და საცხოვრებლად აშშ-ს მიაშურეს.ტივადარმა აშშ-ში ემიგრაციის შემდეგ გამოაქვეყნა თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტობიოგრაფიული რომანი – “მასკარადი სიკვდილის ირგვლივ”,რომელიც ასევე ესპერანტოზე იყო დაწერილი.მოგვიანებით,აღნიშნული ნაწარმოები მრავალ ენაზე იქნა თარგმნილი.მოგვიანებით,ჯორჯ სოროსმა მამის შესახებ განაცხადა: “ძალიან გამიმართლა იმაში,რომ მამაჩემი არ იყო ის კაცი,რომლებიც სხვა ადამიანების მსგავსად იქცეოდაო”.
P.S. საინტერესოა ის გარემოება,რომ ამერიკაში ემიგრირებულმა “ინგლისური ბანკის ამაოხრებლად” წოდებულმა ჯორჯ სოროსმა,თავისი ფინანსური იმპერიის შექმნა სულ რაღაც 600 ამერიკული დოლარით დაიწყო და სულ რამდენიმე წელიწადში, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანადაც იქცა.”როდესაც ადამიანი სერიოზულ რისკზე მიდის,მისთვის აუცილებელია შინაგანი დისციპლინის დაცვა”, – წერს სოროსი, და თუკი მის ბიოგრაფიას თვალს გადავავლებთ,აღმოვაჩენთ,რომ თავისი მილიარდები მან სწორედ რომ შინაგანი დისციპლინის დაცვით გამოიმუშავა. (ავტორი გენია.ჯი)
ტივადარ სოროსი (ჯორჯ სოროსის მამა)
პოლ სოროსი (ჯორჯის ძმა),ერზებეტ სუჩი (ჯორჯის დედა) და თავად – ჯორჯ სოროსი
ტივადარ სოროსის ავტოგრაფიული წიგნი – “მასკარადი სიკვდილის ირგვლივ”