გერმანული სს-ის წევრების ბეჭედი – “მკვდარი თავი”

“მკვდარი თავი” – წარმოადგენდა ვერცხლის ფირფიტებისაგან დამზადებულ ბეჭედს,რომელსაც გერმანული მესამე რაიხის სს-ის რაიხსფიურერი და შინაგან საქმეთა მინისტრი – ჰაინრიხ ჰიმლერი (1900-1945 წლები) პირადად გასცემდა “შუცშტაფელის” (იგივე “სს”-ის) პარამილისტარისტული ორგანიზაციის წევრებზე,როგორც ერთ-ერთ დასაჯილდოვებელ ნიშანს,რადგან იმ შემთხვევაში,თუკი ესა თუ ის ესესელი აღნიშნულ ბეჭედს მიიღებდა,მისი სამხედრო ჩინი ავტომატურად იზრდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) საგულისხმოა ის გარემოება,რომ ბეჭედი “მკვდარი თავი” დაარსებული იქნა თავად ჰიმლერის მიერ 1934 წლის 10 აპრილს,რაც ხაზს უსვამდა მის დიდ დანიშნულებას ფაშისტურ სამხედრო ორგანიზაციებში.აღნიშნული სახის ბეჭდებს 1944 წლის 17 ოქტომბრამდე აწარმოებდა გერმანულ ქალაქ მიუნხენში არსებული კომპანია – “ოტო გარა”. ბეჭედზე გამოსახული გახლდათ მუხის ფოთლებით გარშემორტყმული თავის ქალა,ძვლები და რუნული წარწერები (ძველი გერმანელების დამწერლობა,რომელიც გამოიყენებოდა I საუკუნიდან XII საუკუნის ჩათვლით),რაც თავის მხრივ ხაზს უსვამდა იმას,რომ ჰიმლერი ერთობ დაინტერესებული გახლდათ მითოლოგიითა და ოკულტიზმით (როგორც ცნობილია,ძველ გერმანული და სკანდინავიური მითოლოგიის მიხედვით ვერცხლის ბეჭედს ატარებდა ელვისა და ქუხილის ღმერთი – თორი,რომელსაც იმდენად დიდი გავლენა ჰქონდა ადამიანებზე,რომ მის სახელზე ფიცსაც კი სდებდნენ).ბეჭდების შიდა მხარეს ელეგანტურად გახლდათ ამოტვიფრული ასოები – “S. lb”,მფლობელის გვარი,გაცემის თარიღი და ჰიმლერის ფაქსიმილური ხელმოწერა.ბეჭდის ტარება ნებადართული იყო მხოლოდ და მხოლოდ არათითზე.იმ შემთხვევაში,თუკი ბრძოლის ველზე “მკვდარი ბეჭდის” მფლობელი დაიღუპებოდა,თანამებრძოლები ვალდებული იყვნენ მაქსიმალური ძალისხმევის შედეგად გარდაცვლილის თითიდან ბეჭედი აეძროთ,რათა იგი ხელში არ ჩავარდნოდა მოწინააღმდეგეს.

თავდაპირველად “მკვდარი თავი”-ს ბეჭდებით ჯილდოვდებოდნენ ეგრეთ წოდებული “ძველი გვარდიის” მაღალი რანგის ის ოფიცრები (სულ 5000 ოფიცერი),რომლებიც ბრძოლებში ლიდერის თვისებებითა და სიმამაცით იყვნენ გამორჩეულები. 1939 წლიდან კი ისინი გადაეცემოდა სს-ის პრაქტიკულად ყველა იმ ოფიცერს,რომელთაც სამი წელიწადი ჰქონდათ ნამსახურები ამ ამაზრზენი ორგანიზაციის რიგებში და გამოირჩეოდნენ ნაციზმის იდეების ერთგულებითა და ფიურერისადმი ერთობ ლოიალური განწყობებით.ასეთი სახის ბეჭდის მფლობელი განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდა (ცნობილია,რომ სს-ის ის ოფიცრები,რომლებმაც აღნიშნული ჯილდოები ვერ მიიღეს რაიხსფიურერისაგან,ყალბი “მკვდარი თავის” ბეჭდებით იწონებდნენ თავს). (ავტორი გენია.ჯი)

1944 წლის 17 ოქტომბერს ჰიმლერის ბრძანებით შეწყვეტილი იქნა “მკვდარი თავი”-ს ბეჭდების გამოცემა.ეს განპირობებული გახლდათ ფაშისტურ გერმანიაში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობის გამოისობით.ამ დროისათვის გაცემული იყო 14 500 ბეჭედი. 1945 წლის იანვრისათვის,ჰიმლერის მიერ გაცემული 14 500 “მკვდარი თავის” ბეჭდების 65% დაუბრუნდა თავადვე ჰიმლერს,რის შემდეგაც მისი პირადი ბრძანების საფუძველზე ისინი ხელოვნურად გამოწვეული ზვავის ქვეშ დაიმარხნენ.ის ადგილსამყოფელი,სადაც მათი ჩამარხვა განხორციელდა – დღემდე დაუდგენელია. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>