საინტერესო ფაქტები “ჯინსების” ისტორიიდან…
1. პირველი ჯინსების მწარმოებელი კომპანიის – “Levi Strauss & Company”-ის დამფუძნებელი გახლდათ გერმანიაში (ბავარიაში) დაბადებული ებრაული წარმომავლობის მქონე ამერიკელი მეწარმე – ლევი სტრაუსი (1829-1902 წლები).მან აღნიშული კომპანია 1873 წელს კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ფრანცისკოში მაშინ დააარსა,როდესაც კალიფორნია მოცული ჰქონდა ეგრეთ წოდებულ “ოქროს ციებ-ცხელებას”. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთი ვერსიის თანახმად,ოქროს მაძიებლებს ძალიან ესაჭიროებოდათ გამძლე ქსოვილისაგან შეკერილი ტანისამოსი. და დაიწყო კიდეც გონიერმა ლევი სტრაუსმა პორტში მიტოვებული გემების აფრებისაგან (შეიძინა 700 აფრა) ისეთი სახის ტანისამოსის წარმოება,რომლებიც ოქროსმაძიებელთა ინტერესებს სარულად დააკმაყოფილებდა.თუმცა უნდა შევნიშნოთ,რომ მის მიერ წარმოებული ტანისამოსი ჯერ კიდევ არ იყო სრულყოფილი სახის ჯინსები.
* * *
2. სტრაუსის კომპანიის დაარსებიდან 20 წლის გასვლის შემდგომ,ებრაული წარმომავლობის მქონე ამერიკელ გამომგონებელთან და მეწარმესთან – ჯეიკობ დევისთან (1831-1908 წლები),რომელსაც ნევადას შტატის ქალაქ რინოში გახსნილი ჰქონდა სამკერვალო საამქრო,ერთ დღეს ახალგაზრდა ქალბატონი მივიდა.მან დევისს,თავისი ქმრისათვის მჭიდრო სამუშაო ტანსაცმლის შეკვეთის თხოვნით მიმართა.სწორედ ამ დროს დაებადა ჯეიკობს იდეა – შარვლის სტრატეგიულ ადგილებში რკინის მოქლონების დამონტაჟებისა.გამომგონებლის ინოვაციური იდეა კლიენტების მოწონების საგნად იქცა,რამაც გადააწყვეტინა კიდეც თავის გამოგონებაზე პატენტი აეღო.პატენტის ღირებულება 68 $-ს შეადგენდა.ეს თანხა კი ჯეიკობს არ გააჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომ იგი იძულებული გახდა თავის ძველ პარტნიორს – ლევი სტრაუსს დაკავშირებოდა და თავისი ინოვაციური პროდუქტის დაპატენტებაში დახმარება ეთხოვა.სტრაუსმა ჯეიკობის წინადადება მიიღო და 1873 წლის 20 მაისს პატენტიც – N 139.121 აიღეს.პატენტის აღებიდან პირველივე წელს,სტრაუსის კომპანიამ ჯეიკობის ინოვაციური პროდუტით დამზადებული ჯინსების 21 000 შარვალი და ქურთუკი გაყიდა.სტრაუსმა დევისი თავის კომპანიაში აიყვანა სამუშაოდ და პირველი მილიონიც სწორედ იქ გამოიმუშავა ჯეიკობმა.სპეციალისტები სწორედ ამ დღეს მიიჩნევენ ჯინსების წარმოების საწყის თარიღად (თანამედროვე ჯინსების წარმოების საწყის თარიღად კი 1920-იანი წლები მიიჩნევა).
* * *
3. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ – ლევი სტრაუსი და ჯეიკობ დევისი ებრაული წარმომავლობის მქონე გამომგონებლები და მეწარმეები იყვნენ,ამიტომ ჯინსების ტანისამოსის გამოგონებასაც შესაძლებელია – ებრაული გამოგონება ვუწოდოთ.
* * *
4. პირველი ჯინსების პროდუქტის შარვლები,რომელთაც – “Overals”-ი ეწოდებოდა,ყავისფერი გახლდათ და სამუშაო ტანისამოსად განიხილებოდა.დღესდღეობით,”Levi Strauss & Company”-ის მიერ გამოშვებული პირველი პარტია სმიტსონის ინსტიტუტშია დაცული.
* * *
5. 1886 წელს “ლევისი”-ს ჯინსებზე პირველად გამოჩნდა ტყავისაგან დამზადებული ლეიბლები (კომპანიის მიერ შექმნილი – ბრენდი,სავაჭრო ნიშანი),რომლებზეც გამოსახული გახლდათ თუ როგორ ცდილობს ორი ცხენი ჯინსების შარვლის განადგურებას.საყურადრებოა,რომ “ლევისის” ლეიბლებზე დატანილი გამოსახულება ასახავდა იმ ექსპერიმენტების რეალურ სახეს,რომელსაც კომპანია ჯინსების გამძლეობაზე ატარებდა.
* * *
6. საინტერესოა ის გარემოება,რომ ჯინსებმა ამერიკელ ახლაგაზრდებში განსაკუთრებული პოპულარობა 1955 წელს გამოსული ამერიკული მხატვრული ფილმიდან – “უმიზეზოდ ამბოხებული”-დან მოიპოვა,სადაც კინოფილმის მთავარი გმირი – ჯეიმზ დინი ”Levi Strauss & Company”-ის მიერ წარმოებული ”Overals”-ის ჯინსების შარვლით არის შემოსილი.თუმცა,ძველმა თაობამ ახალგაზრდა ამერიკელების შეხედულებას ნამდვილი ომი გამოუცხადა.მოსწავლეებსა და სტუდენტებს აეკრძალათ ”Overals”-ებით სიარული სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. 1960-იან წლებში ამერიკელი ახალგაზრდები ”Levi Strauss & Company”-ის მიერ წარმოებული ჯინსის შარვლებს – “თავისუფალ შარვლებს” უწოდებდა.
7. საბჭოთა კავშირში ჯინსები პირველად 1958 წელს,მოსკოვის ახალგაზრდული ფესტივალის დროს გამოჩნდა.თუმცა,მათ წინააღმდეგ,როგორც კაპიტალისტური ქვეყნების სომბოლო,”წითელი იმპერიის” ხელისუფლებამ სასტიკი ბრძოლა გამოაცხადა.ჯინსებით შემოსილ ახალგაზრდებს არა მარტო საგანმანათლებლო დაწესებულებებში არ უშვებდნენ,არამედ ეკრძალებოდათ თეატრებში,კინოებსა და რესტორნებში შესვლაც.მოსკოვში ჩატარებულმა ახალგაზრდულმა ფესტივალმა საბჭოთა ახალგაზრდებში ჯინსების მიმართ გასაოცარი დამოკიდებულება დაბადა.მიუხედავად იმისა,რომ კატეგორიულად იკრძალებოდა ჯინსების ჩაცმა და შენახვა (შესაძლო იყო ჯინსების ტარებისათვის და შენახვისათვის ციხეშიც კი ამოეყოთ თავი),იატაკქვეშეთში მაინც მასობრივად მიმდინარეობდა ინოვაციური ამერიკული პროდუტით გაცხოველებული ვაჭრობა.
8. საბჭოთა კავშირში ჯინსების მოთხოვნილების გაზრდასთან ერთად მასიურად დაიწყო “ყალბი ჯინსების” წარმოება და გაყიდვა.სხვა რიგ თაღლითობებთან ერთად “ყალბი ჯინსების” წარმოებაში დადანაშაულებულმა იანა როკოტოვმა,რომელსაც ვლადისლავ ფაიბიშენკოვთან ერთად დახვრეტა მიესაჯა,თავის ბოლო სიტყვაში შემდეგი რამ განაცხადა: “ჯინსები მხოლოდ ლევისის არსებობს – სხვა დანარჩენი კი უბრალოდ – შარვლებია!”
8. თავისი ოდიოზური თვისებებით სახელგანთქმული საბჭოთა გენსეკი – ნიკიტა ხრუშჩოვი, 1962 წელს შეხვედრას მართავდა ქვეყნის ინტელიგენციასთან.აღნიშნულ შეხვედრაზე ცნობილი რუსი პოეტი,პუბლიცისტი და მხატვარი – ანდრეი ვოზნესენსკი ჯინსის შარვლით გამოცხადდა.ხრუშჩოვი იმდენად გამოიყვანა წყობილებიდან ვოზნესევსკის ჩაცმულობამ,რომ მას არა მარტო სასტიკი საყვედური გამოუცხადა,არამედ მრავალი შეურაცხმყოფელი სიტყვებითაც “შეამკო” იგი. (ავტორი გენია.ჯი)
9. 2006 წლის 13 ივლისს,ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ სიამინში მიმდინარე “მოდის მონის” სახელწოდების მქონე გამოფენის ფარგლებში აღმართული იქნა ჯინსებისადმი მიძღვნილი უზარმაზარი ქანდაკება.გარდა ამისა,ჯინსების ქანდაკება აღმართულია უკრაინის ქალაქ ოდესაშიც.
10. “ჯინსი წარმოადგენს დემოკრატიას მოდაში”. – წერს დიდი იტალიელი მოდელიერი და “Arman”-ის სამოდელო იმპერიის ფუძემდებელი – ჯორჯო არმანი. – (ავტორი გენია.ჯი)
ლევი სტრაუსი
ჯეიკობ დევისი
“Levi Strauss & Company”-ის ემბლემა
ნიკიტა ხრუშჩოვისაგან შეურაცხყოფილი – ანდრეი ვოზნესევსკი
ჯინსებისადმი მიძღვნილი ქანდაკება ჩინეთის ქალაქ სიამინში