ალსტრომერია
ალსტრომერია – წარმოადგენს ალსტრომერისებრთა ოჯახის წარმომადგენელ ულამაზეს ყვავილოვან მცენარეს შროშანისებრთა ქვერიგისა.თავისი წარმომავლობით,ალსტრომერია ეგზოტიკური სახეობის ყვავილია და მის სამშობლოდ სამხრეთ ამერიკის კონტინენტი მიიჩნევა.გარდა ალსტრომერიისა,მათ ასევე მოიხსენიებენ სხვა სახელწოდებებითაც – “პერუული შროშანი” და “ინკების შროშანი”.ალსტრომერიის ბუნებრივი გავრცელების უმთავრესი არეალებია – სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ცენტრალური და სამხრეთი რეგიონები და აფრიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილი. (ავტორი გენია.ჯი) საერთო ჯამში,ბუნებაში გავრცელებულია ალსტრომერიის 250-მდე ქვესახეობა,რომელთაგან ყველაზე ცნობილი სახეობაა – “ალსტრომერია”.სწორედ აღნიშნულ მრავალწლოვან მცენარეს მიიჩნევენ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ დეკორატიულ სახეობად ბოტანიკოსები ალტრომერისებრთა ოჯახის სხვა მცენარეებს შორის.ზოგადად,ამ ულამაზესი ოჯახის მცენარეები შესაძლოა შეგვხვდნენ,როგორც ბალახოვან-ყვავილოვანი სახით,ასევე ბუჩქების სახითაც.თითოეული ქვესახეობისათვის დამახასიათებელია გორგლი (მცენარის სახეცვლილი ყლორტი; გამსხვილებული ღერო,რომელიც ერთი ან რამდენიმე მუხლთშორისისაგან შედგება).
საგულისხმოა,რომ ინკების ცივილიზაციის ხალხი,ალსტრომერიას ყვავილებს ძალიან დიდ პატივს მიაგებდნენ.მათზე თხზავდნენ ლეგენდებს და ვარაუდობდნენ,რომ ისინი ჯადოსნური შესაძლებლობებით იყვნენ გამორჩეულნი.
ალსტრომერია – ევროპაში პირველად XVIII საუკუნეში გამოჩნდა.თავისი სამეცნიერო სახელწოდება ერთლებნიან ყვავილთა ამ უნიკალურმა წარმომადგენელმა გენიალური შვედი ბუნებისმეტყველისა და ექიმის – კარლ ლინესაგან (1707-1778 წლები) მას შემდეგ მიიღო.რაც ცნობილმა შვედმა ბარონმა,მეცენატმა და ნატურალისტმა – კლას ალსტრომერმა ჩამოუტანა ისინი ესპანეთიდან.ცნობილია,რომ ალსტრომერიის რიგი ქვესახეობების ფესვებიდან ამზადებენ სახამებელს,რომელიც სახალხო მედიცინაში გამოიყენება.გარდა ამისა,მათი ფესვებიდანვე მზადდება მაღალხარისხიანი წებო.ალსტრომერიის ჯადოსნური სილამაზის მქონე ყვავილები დღემდე მიიჩნევა – მეგობრობის,სიმდიდრისა და აღორძინების სიმბოლოდ. (ავტორი გენია.ჯი)
კარლ ლინე
ბარონი – კლას ალსტრომერი