ვირჯინია ოლდოინი – “ეპიზოდი”
ვირჯინია ოლდოინი (1837-1899 წლები) – წარმოადგენდა თავისი გასაოცარი სილამაზით სახელგანთქმულ იტალიელ კურტიზან ქალს,საფრანგეთის რიგით მესამე იმპერატორის ნაპოლეონ III-ის საყვარელსა და პირველ ფოტომოდელს ისტორიაში. 1856 წელს ოლდოინი საიმპერატორო სახლის ფოტოგრაფის – პიერ-ლუი პერსონის მუდმივი ფოტომოდელი გახდა.საერთო ჯამში,პერსონმა ვირჯინიას 400 ფოტო გადაიღო,რომელთა ნაწილი დღესდღეობით ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმშია დაცული. 1880-იან წლებში ოლდოინი ნევრასთენიით დაავადდა (ნევროზული ჯგუფის ფსიქიკური აშლილობა),რის შემდეგაც იგი პარიზში მდებარე ვანდომის მოედანზე განთავსებულ სახლში გამოიკეტა.მუდმივად გაურბოდა ადამიანებთან კონტაქტს და სახლიდანაც მხოლოდ ღამის სათებში გადიოდა.გარდა ამისა,ფსიქიკურად შერყეულმა ქალმა ბინის კედლები შავად შეაღებინა,ხოლო სახლში წარმოდგენილ თითოეულ სარკეზე საფარდეები ჩამოაფარა.ამ უცნაური ქცევის მიზაზი გახლდათ ის,რომ ერთ დროს ულამაზეს ქალს სარკიდან არ ეხილა ის,თუ რა დამართა მის მშვენიერებას “დაუნდობელმა დრომ”. (ავტორი გენია.ჯი)