უილიამ შექსპირი – “სონეტი XCIX”
დღეს ქურდობაზე დავიჭირე ყვავილი ბევრი:
იამ სურნელად ჩემი სატრფოს სუნთქვა ისესხა,
ზამბახსაც მისთვის მოუპარავს ხელების ფერი,
მკლავნი ასეთი ნათალ მხრებზე აბა ვის ესხა?
* * *
წაურთმევიათ მიჯნურისთვის თმების სიშავეც,
დგანან ვარდები სირცხვილისგან წითლად დამწვრები,
სხვა ყვავილებმაც ყაჩაღობა ვერ მოიშალეს
და ზოგმა ყელი გაგიძარცვა,ზოგმა ღაწვები.
* * *
სუნთქვას მაწვდიან სურნელებად დამდნარს,იები,
ზოგმა სითეთრე მოგტაცა და ზოგმა სიწითლე.
მაგრამ შენს გამო შესევიან ვარდებს ჭიები
და გადახრული ყვავილნარი სულსაც სიმწრით ლევს.
* * *
სხვა ყვავილებიც გადაშლილან კეთილშობილად,
მაგრამ შენს მიმართ მაინც ყველა ქურდი ყოფილა.
P.S. დიდი ქართველი მამულიშვილის,მწერლის,მთარგმნელისა და დრამატურგის – რეზო თაბუკაშვილის თარგმანი