ჟან დეზირე გიუსტავ კურბე – “ქალი თუთიყუშით”
“ქალი თუთიყუშით” – წარმოადგენს გენიალური ფრანგი ფერმწერის,პეიზაჟისტისა და პორტრეტისტის - ჟან დეზირე გიუსტავ კურბეს (1819-1877 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავებით შესრულებულ შედევრ-სურათს.ტილოს სიმაღლე 129,5 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 195,6 სანტიმეტრი.მასზე მუშაობა მხატვარმა 1866 წელს დაიწყო და იმავე წელს დაასრულა.სურათის სიუჟეტში ასახულია ზურგზე მწოლი თმებგაშლილი შიშველი ქალი,რომლის ზემოთ აწვდილ მარცხენა ხელზე ფრთებგაშლილი თუთიყუშია გამოსახული. (ავტორი გენია.ჯი) საწოლის მოპირდაპირე მხარეს თუთიყუშისათვის განკუთვნილი სპეციალური სადგამი დგას.როგორც კრიტიკოსები შენიშნავდნენ,კურბეს მიერ დახატული შიშველი ქალის გამოსახულება ბევრად უფრო თანამედროვე სახით იყო წარმოდგენილი,ვიდრე სხვა აკადემისტი მხატვრების მიერ შექმნილი შიშველი ვენერასა და ევას გამოსახულებები.სწორედ ამიტომ უწოდეს მათ,გიუსტავის მიერ აღნიშნულ სურათზე გამოსახულ ქალს – “რეალური,ცოცხალი ფრანგი ქალი”.თუმცა,აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც,რომ კურბე ფერწერაში რომანტიზმის მიმდინარეობის ერთ-ერთი დამსრულებელი და რეალიზმის ფუძემდებელი იყო. (ავტორი გენია.ჯი) სავარაუდოდ,ქალის მოდელად ფრანგმა მხატვარმა ირლანდიელი ქალბატონი – ჯოანა ჰიფფერანი გამოიყენა,რომელიც არა მხოლოდ გიუსტავისათვის ასრულებდა მოდელის ფუნქციებს (ჯოანა კურბემ ასევე ასახა ტილოზე,სახელწოდებით – “ჯოს პორტრეტი”),არამედ ისეთი დიდი ამერიკელი მხატვრისათვისაც,როგორიც გახლდათ – ჯეიმზ აბოტ მაკნილ უისლერი.
გიუსტავს,სურათის – “ქალი თუთიყუშით” დახატვა,შესანიშნავი ფრანგი მხატვრის – ალექსანდრე კაბანელის მიერ შექმნილმა ტილომ – “ვენერას დაბადება”-მ შთააგონა.როგორც ცნობილია,კაბანელს თავისმა ქმნილებამ უდიდესი პოპულარობა მოუტანა.ამავე შედეგის მიღწევა სურდა კურბესაც,თუმცა მის მიერ 1864 წელს პარიზის სალონზე წარდგენილი სურათი – “ვენერა და ფსიქეა” ჟიურის მიერ დაწუნებული იქნა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამ ჩავარდნამ აიძულა მხატვარი “ქალი თუთიყუშით” დაეხატა.პირველი წარუმატებლობიდან სულ რაღაც ორიოდე წლის გასვლის შემდეგ (1866 წელს),გიუსტავმა პარიზის სალონის ჟიურის თავისი ახალი ქმნილება გააცნო.”ვენერა და ფსიქეა”-საგან განსხვავებით კურბეს მეორე ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა და პატივი ერგო “პარიზის სალონში” გამოეფინათ. 1870 წელს ავტორმა ტილო ჟიულ ბორდეს 15 000 ფრანგულ ფრანკად მიყიდა. 1898 წელს კვლავ გაიყიდა.ამჯერად 20 000 ფრანკად და მისი მფლობელი გახდა ცნობილი ფრანგი კოლექციონერი – პოლ დიურან-რიუელი,რომელმაც ყიდვისთანავე იგი 15 000 ამერიკულ დოლარად გაასხვისა ნიუ-იორკელ კოლექციონერზე და მეწარმეზე – ჰენრი ოსბორნ ჰევემაიერზე.ჰევემაიერის გარდაცვალების შემდგომ სურათი მის მეუღლეს დარჩა მფლობელობაში. 1929 წელს ჰენრის მეუღლის ანდერძის თანახმად,ჟან დეზირე გიუსტავ კურბეს შედევრი-ტილო – “ქალი თუთიყუშით” საჩუქრად გადაეცა ნიუ-იორკის “მეტროპილიტენის ხელოვნების მუზეუმს”,სადაც დღემდეა დაცული. (ავტორი გენია.ჯი)