ტაკაჰე

ტაკაჰე – წარმოადგენს ლაინასებრთა ოჯახის იმ უიშვიათეს არამფრენ ფრინველს,რომელსაც დიდი ხნის მანძილზე ზოოლოგები ამომწყდარი ფრნინველების რიგს მიაკუთვნებდნენ.მათი გავრცელების ერთადერთი არეალია წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში განთვსებული კუნძულოვანი ქვეყანა – ახალი ზელანდია.კერძოდ,ახალი ზელანდიის შემადგენლობაში შემავალი სამხრეთის კუნძულზე განთავსებული ტე-ანაუს ტბის მიდამოები.ტაკაჰე გარეგნულად ძალიან ჩამოჰგავს ლაინასებრთა ოჯახის წარმომადგენელ კიდევ ერთ ფრინველს – პორფირიონს,თუმცა მასთან შედარებით გაცილებით დიდი ზომისაა (სიდიდით ბატის ოდენაა).ნორმალურად აქვს განვითარებული ფრთები,მაგრამ კუნთებისა და მკერდის ძვლების არასათანადო განუვითარებლობის გამო ფრენა არ ძალუძს. (ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველად,ტაკაჰე ახალი ზელანდიის მთელ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული.მას ჩრდილოეთის კუნძულის მოსახლეობა მოიხსენიებდა,როგორც – მოგო,ხოლო სამხრეთის კუნძულის მოსახლეობა კი,როგორც – ტაკაჰე.გამოირჩევიან გასაოცარი ფერთა გამის მქონე ბუმბულით,რის გამოც არაერთხელ გამხდარან მაორი მონადირეების მსხვერპლი.მიუხედავად იმისა,რომ მკვლევარებს საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე გააჩნდათ ცნობები აღნიშნული ფრინველის შესახებ,მათი აღმოჩენა მაინც ვერ ხერხდებოდა.იმასაც კი ვარაუდობდნენ,რომ ტაკაჰე მაორების ლეგენდების მითიური ფრინველი იყო.

1847 წელს,დაუღალავმა და მიზანსწრაფულმა კოლექციონერმა ახალი ზელანდიის იშვიათი ცხოველებისა – უოლტერ მენტელმა,სამხრეთის კუნძულზე მდებარე ერთ-ერთ სოფელში სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა ტაკაჰეს თავის ქალა და ჩონჩხის სხვა ნაწილები,რაც ადასტურებდა იმას,რომ ფრინველი მითიური წარმომავლობის მქონე ნამდვილად არ იყო.ზოოლოგებმა მენტელის მიერ აღმოჩენილ ფრინველს მისსავე საპატივცემულოდ – “მენტელის მშვენიერი ფრინველი” უწოდეს.აღმოჩენიდან ორი წლის გასვლის შემდგომ მონადირეების ჯგუფი გადააწყდა დიდი ზომის ფრინველის ნაკვალევს და როდესაც ისინი კვალს გაყვნენ იხილეს ულამაზესი ფერებით შემოსილი – ტაკაჰე.მონადირეებმა ახალი ზელანდიის უმშვენიერესი და უიშვიათესი ფრინველი ჯერ დაიჭირეს,ხოლო მოგვიანებით კი მისგან კერძიც დაამზადეს.დაკლული და შეჭმული ეგზემლარის ბუმბული მინტელის ხელში მოხვდა.რამდენიმე წელიწადში კვლავაც იქნა ნაპოვნი ტაკაჰეს ნაშთები,თუმცა ამჯერად სრული სახით და იგი გამოსაკვლევად ლონდონში გაიგზავნა.კვლევების შედეგად დადგინდა,რომ დიდი ხნის უკან ახალი ზელანდიის სამხრეთისა და ჩრდილოეთის კუნძულებზე ორი სახეობის ტაკაჰე ბინადრობდა.ჩრდილოეთის კუნძულზე აღმოჩენილი ფრინველის სახეობას ავსტრიელი გეოლოგის,გეოგრაფისა და ავსტრალიის კონტინენტის მკვლევარის  - ფერდინანდ ფონ ჰოჩშტეტტერის საპატივცემულოდ – “Notornis hochstetteri” უწოდეს.

მას შემდეგ,რაც 1898 წელს ტაკაჰეს ერთი ეგზემპლარი იქნა დაჭერილი,ივარაუდეს,რომ იგი უკანასკნელი ეგზემპლარი იყო ბუნებაში,რის გამოც დიდი ხნის მანძილზე ამომწყდარი ფრინველების ნუსხაში იქნა შეტანილი.საბედნიეროდ, 1948 წელს ტე-ანაუს ტბის სიახლოევს – ჯიოფრი ორბელას მიერ აღმოჩენილი იქნა ტაკაჰეს ორი ცოცხალი ეგზემპლარი.ორიოდე წელიწადში კი ორბელამ ამ უიშვიათესი ფრინველის ბუდეებიც აღმოაჩინა.საერთო ჯამში გამოკვლეული იქნა 30-მდე ბუდე.დადგენილი იქნა,რომ ახალზელანდიური ფრინველი წელიწადში ერთადერთ ბარტყს ჩეკდა.მაორების ქვეყნის ხელისუფლებამ,ის რეგიონები,სადაც ისინია გავრცელებული (ტე-ანაუს ტბის შემოგარენის დაახლოებით 160 000 ჰექტარი მიწა) – “ნაკრძალად” გამოაცხადა.ტაკაჰე შეტანილია “წითელ წიგნში”,როგორც გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ფრინველი. (ავტორი გენია.ჯი)

წითელი ფერით მონიშნულია ტაკაჰეს გავრცელების არეალი (ახალი ზელანდია – სამხრეთი კუნძული)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>