წმინდა მამათა შეგონებანი
1. “არაფერი ისე არ გვყოფს თანამზრახველად ამა სოფლისა და მათი,ვინც ლოთობასა და მრუშობას არიან მიცემულნი და არაფერი ისე არ განგაშორებს სიბრძნის საუნჯესა და ღვთის საიდუმლოთა შემეცნებას,როგორც სიცილი და ფიქრთა კადნიერი ნავარდი”. – ღირსი ისააკ ასური
2. “ცოდნიდან კი არ მოდის ნათელი,არამედ ნათლიდან მოდის ცოდნა”. – სვიმეონ ღვთისმეტყველი
3. “საშინელი ვნებაა ანგარება,ყველაფრის მკადრებელი და ყოვლად უსირცხვილო.თავის მიერ მოპოვებულ სულს ის ბოროტების უფსკრულში იტაცებს.ამიტომ დასაწყისშივე განვაგდოთ ეს ვნება,რადგან თუ გაძლიერდა,დაუმარცხებელი ხდება”. – წმინდა ნილოს სინელი
4. “რაც უფრო მახვილი მხედველო გაქვს,მით მეტად შევიცნობთ,რამდენად შორს ვართ ზეცისგან.ამრიგადვე,რაც მეტად წარვემართებით სათნოებაში,მით მეტად ვისწავლით შეცნობას იმისას,რაოდენ დიდი მანძილია ღმერთსა და ჩვენს შორის”. – წმინდა ანტონი დიდი
5. “გაუნათლებელი მორწმუნე მონაა ღვთისა,ხოლო განათლებული – მეგობარი”. – კლიმენტი ალექსანდრიელი