“კორიუკოვკას საზარელი ტრაგედია”

მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,კერძოდ – 1943 წლის 27 თებერვალს,უკრაინელი პარტიზანები თავს დაესხნენ უკრაინის ჩრდილოეთში მდებარე ჩერნიგოვის ოლქში განთავსებულ დიდ სოფელ – კორიუკოვკას.აღნიშნული თავდასხმის მიზანს წარმოადგენდა სოფელში განთავსებული ციხიდან გერმანელი ფაშისტების მიერ ტყვედ აყვანილი ადგილობრივი პარტიზანული რაზმის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ცოლ-შვილისა და რაიონული პარტიზანული აქტივისტების ახლობელთა განთავისუფლება.უკრაინელმა პარტიზანებმა დავალება შეასრულეს და ფაშისტების ტყვეობიდან 97 ადამიანი იხსნეს.გერმანული გარნიზონის განადგურებამ და ტყვეების განთავისუფლებამ,ისედაც მხეცი “მიზანთროპები” კიდევ უფრო გააცხოველა.იმავე წლის 1 მარტს კორიუკოვკაში ესესელთა სადამსჯელო ქვედანაყოფი ჩავიდა გენერალ – ადოლფ ჰოიზინგერიუს მეთაურობით. (ავტორი გენია.ჯი) ისინი დაუნდობელი სისასტიკით ერეკებოდენ ორმოცდაათ და ასკაციან ჯგუფებად დაკომპექტებულ ადგილობრივ მაცხოვრებლებს სოფელში განთავსებული ეკლესიის,თეატრისა და სასადილოსაკენ.ერთად თავშეყრილებს კი – ხვრეტდნენ,მათ შორის ბავშვებს,ქალებსა და უმწეო მოხუცებს.იმ ადამიანებს კი,რომლებიც ეკლესიაში,თეატრსა და სასადილოში არ დაეტიენ,საკუთარი სახლის სიახლოვესვე კლავდნენ.”კორიუკოვკას საზარელი ტრაგედიის” აქცია 1 მარტს დაიწყო და 2 მარტს დასრულდა.თუმცა,ესესელთა სადამსჯელო ჯგუფი 9 მარტს სოფელს მოულოდნელად კვლავ დააცხრა თავს და ის მაცხოვრებლებიც გაანადგურა,რომლებმაც პირველი ეგზეკუციის დროს ტყეებს შეაფარა თავი.ამ საშინელ პერიოდში,გერმანელ ფაშისტებს სოფლის 7 500 მაცხოვრებელი ემსხვერპლა (სხვა ვერსიებით – 7 000).ეს კი თავისი მასშტაბებით მეორე მსოფლიო ომის დროს განხორციელებული ყველაზე დიდი სადამსჯელო აქცია გახლდათ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.გარდა დახვრეტებისა,ესესელებმა პირწმინდად გაანადგურეს და გადაწვეს კორიუკოვკაში განთავსებული 1 390 სახლი (განადგურებას გადაურჩა მხოლოდ და მხოლოდ 10 სახლი).თავისი მასშტაბული მსხვერპლით კორიუკოვკის ტრაგედიამ დაჩრდილა ისეთი მასობრივი განადგურებები მშვიდობიანი მოსახლეობისა,როგორებიც გახლდათ ფრანგული კომუნა – ოვადური (მსხვერპლი – 642 ადამიანი); ჩეხური ლიდიცე (მსხვერპლი – 320 ადამიანი); ბელორუსული სოფელი – ხატინი (მსხვერპლი – 149 ადამიანი) და სხვა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე კორიუკოვკაში 12 000 ადამიანი სახლობდა. 1958 წელს კორიუკოვკას ქალაქის სტატუსი მიენიჭა და აღიმართა “კორიუკოვკას უდანაშაულო მსხვერპლთა მემორიალი”. (ავტორი გენია.ჯი)

კორიუკოვას უდანაშაულო მსხვრეპლთა მემორიალი

კორიუკოვკა 

ადოლფ ჰოიზინგერი (კორიუკოვკას საზარელი ტრაგედიის შემოქმედი,რომელიც პატიმრობიდან განთავისუფლდა 1947 წლის 30 ივნისს)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>