ფრანსისკო ფრანკოს დამოკიდებულება მასონებისადმი…

ესპანეთის დიქტატორი და გენერალსიმუსი – ფრანსისკო ფრანკო (1892-1975 წლები),მასონების მიმართ,მამამისისაგან – ნიკოლას ფრანკო ი სალგადოსაგან განსხვავებით განსაკუთრებული სიძულვილით გამოირჩეოდა.მასონთა საიდუმლო ლოჟის წევრი ერთი პერიოდის განმავლობაში გახლდათ ფრანსისკოს ძმა – რამონი.(ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ თავდაპირველად მასონთა რიგებში გაწევრიანება სურდა თავად ფრანკოსაც,თუმცა მისი მიღების სამი თხოვნა სამივეჯერ უარყოფილი იქნა.სწორედ აქედან გაუჩნდა მას პათოლოგიური სიძულვილი მასონების მიმართ.ფრანკოს თვალში მასონები იდგნენ ყოველივე იმის სათავეში,რაც მას ასერიგად ეზიზღებოდა და სძულდა.იგი ამბობდა,რომ მათი გამოისობით დაეცა ესპანეთში მორალი და იმპერიის მზე ჩაესვენაო.ფაქტიურად,ფრანსისკო მათ აბრალებდა ყველა ვაებას – ესპანეთში ნაპოლეონის შემოსევიდან 1898 წლის კატასტროფამდე,სამოქალაქო ომში მისი გამარჯვების საწინააღმდეგო საერთაშორისო ძალიხმევიდან საერთაშორისო ოსტრაკიზმამდე,რომელიც მიუსაჯეს ომის დამთავრების შემდეგ.მას ღრმად სწამდა,რომ ლიბერალური დემოკრატები საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში მასონური იდეებით იყვნენ მოწამლულნი. და ყველაზე მთავარი მაინც ისაა,რომ მათ მიიჩნევდა დაგეგმილ მზაკვრულ შეთქმულებებში კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ. (ავტორი გენია.ჯი) ეს გახლდათ უმნიშვნელოვანესი მიზეზი იმისა,რომ ფრანკომ ესპანეთში კათოლიციზმის ბატონობის შესანარჩუნებლად ყველა ღონე იხმარა: აკრძალული იქნა ნებისმიერი ანტიკათოლიკური სექტები,მასონობა იქნებოდა თუ იუდაიზმი.

1937 წელს ფრანკომ,დარწმუნებულმა იმაში,რომ მისი შერისხვა რესპუბლიკის პერიოდში გამოწვეული იყო მასონური შეთქმულებით,ნაციონალისტთა რიგებიდან გააძევა აბსოლუტურად ყველა მასონი. 1937 წლის 12 ოქტომბერს,ბურგოსში საქვეყნოდ გამოაცხადა,რომ “ფრანკომასონები და მემარცხენე ინტერნაციონალის წევრები არ არიან სამშობლოს შვილები.ისინი კი,ვინც მხარს უჭერს მათ,არ არიან ესპანეთის კანონიერი შვილები”.შესაბამისად,ფრანკისტულ ესპანეთში მათ არ დაედგომებოდათ.

პირადად კაუდილიოს ბრძანებით დაიწყო ერთ-ერთმა კათოლიკე მღვდელმა – ხუან ტუსკეტსმა – მასშტაბური “ნადირობა მასონებზე”.შედგენილი იქნა იმ ესპანელთა სიები,რომლებიც ეჭვმიტანილნი იყვნენ მასონობაში.მიუხედავად იმისა,რომ ათი ათასი მასონიდან,ესპანეთში ომამდე რომ ცხოვრობდა,ცოცხალი ათასზე მეტი არ დარჩენილა,ფრანკოს არქივებში აღრიცხული იყო 80 000-ზე მეტი სახელი. 1940-იან წლებში მასონობისა და კომუნიზმის ამოძირკვის შესახებ კანონის საფარქვეშ ჩატარებული იქნა ამ კანონის სახელწოდები შესაბამისი დიდი წმენდები.თუმცა ვერც ამან დააკმაყოფილა ფრანსისკო. 1943 წლის 18 ივლისს მან განაცხადა: “XIII საუკუნის დამდეგიდან… ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა არც ერთი ამბოხი ანდა მცდელობა სამშობლოს ღალატისა,რომელიც არ დაგეგმილიყო მასონთა ლოჟების ჩრდილში”. 1945 წლის 11 სექტემბერს კი შემდეგი სახის განცხადება გააკეთა: “სახელმწიფოთა ზემოთ,მათი მთავრობების ზემოთ არსებობს სუპერსახელმწიფო – ესაა მასონური სუპერსახელმწიფო,რომელიც თავის წევრებს კარნახობს კანონებს,უგზავნის რა მათ ბრძანებებსა და ლოზუნგებს”.

გენერალმა ფრანკომ თავისი მმართველობის პერიოდში მთელი სარდაფი შეაგროვა მასონური მასალებისა და პუბლიკაციების და 1950-იან წლებში – “ჰაქიმ ბურის” ფსევდონიმით გამოსცა ისინი. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>