მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ თურქი ხალხის დამოძღვრა…
“დახმარებისათვის მიცვალებულების მოშველიება ცივილიზებული საზოგადოებისთვის სამარცხვინოა.ვერაფრით შევეგუები იმას,რომ დღეს,მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების ეპოქაში,თურქულ საზოგადოებაში ისეთი პრიმიტიული ადამიანები არსებობდნენ,რომლებიც მატერიალური თუ სულიერი ბედნიერების მიღწევას ამა თუ იმ შეიხის შეგონებებით ცდილობენ.
ბატონებო და თურქო ხალხო,იცოდეთ,რომ თურქეთის რესპუბლიკა შეიხების,დერვიშების,მიურიდების ქვეყანა ვერ იქნება.ყველაზე სწორი და ჭეშმარიტი ორდენი ცივილიზაციის ორდენია.
ცივილიზაცია სავსებით საკმარისია იმისთვის,რომ ადამიანმა თავისი მიზნები განახორციელოს და ადამიანად იგრძნოს თავი.ორდენების ხელმძღვანელები ჩემს სიტყვებს კარგად გაიაზრებენ და თავიანთ სექტებს გააუქმებენ.აუცილებლად დაეთანხმებიან იმას,რომ მათი მოწაფეები უკვე გაიზარდნენ და დაჭკვიანდნენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ბატონებო,თურქეთის რესპუბლიკის შემქმნელი თურქი ხალხი ცივილიზებული ერია.ისტორიულადაც ასე იყო და ახლაც ასეა.მაგრამ მე,როგორც თქვენი ღვიძლი ძმა,მეგობარი,მამა,გეუბნებით – ეს აზროვნებითა და შეხედულებით უნდა დავამტკიცოთ.ამიტომ გეკითხებით,ჩვენ ეროვნული ტანსაცმელი გვაცვია? ჩვენი სამოსი ცივილიზებულ საერთაშორისო საზოგადოებაში მიღებულია?
ეს სასაცილო სამოსი არც ეროვნულია და არც საერთაშორისო.ჩვენს ერს კი სწორედ ცივილიზებული ჩაცმა ეკადრება.ამიტომ უნდა ვატაროთ შარვალი,ჟილეტი,პერანგი,ჰალსტუხი,საყელო,პიჯაკი და, რა თქმა უნდა,ამის დამაგვირგვინებელი კეპიანი თავსაბურავი,რომელსაც “ქუდი” ეწოდება”.
* * *
“განა შესაძლებელია,რომ საზოგადოების ერთი ნაწილი ცაში აფრინდეს,როცა მეორე მიწასაა მიჯაჭვული? ეჭვგარეშეა,რომ პროგრესული ნაბიჯები მხოლოდ ერთად,ორივე სქესის წარმომადგენლების თანამშრომლობით,უნდა გადაიდგას.რეფორმებიც მარტო ამ შემთხვევაში იქნება წარმატებული.
ხშირად მინახავს,მამაკაცის თანდასწრებით როგორ მალავენ სახეს ან თავდახრილები უბრად სხედან ჩვენი ქალები.რაში მდგომარეობს ამ ქცევის არსი?
ბატონებო,განა დასაშვებია ცივილიზებულმა ერმა თავისი დედები და ქალიშვილები ამ დღეში ჩააგდოს? ეს ერის სირცხვილია და ვითარება სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს”.
* * *
“ჩემი აზრით,სახალხო მმართველობის ეპოქა ეკონომიკური აღორძინების ეპოქის ცნებით განისაზღვრება.ისეთი ეკონომიკური ეპოქით,როდესაც ჩვენი ქვეყანა აყვავდება,ჩვენი ხალხი გამდიდრდება.აქ ერთი სიბრძნე მინდა შეგახსენოთ – არსებულით დაკმაყოფილება დაუსრულებელი საგანძურიაო.ახლა ამ დაკმაყოფილებას,დაუსრულებელი საგანძურის დათვლას,სიღატაკის ღირსებად მიჩნევას ეკონომიკურმა ეპოქამ ბოლო უნდა მოუღოს.სამშობლო რომ მარტო მოშიშვლებული მთების,ქვების,ხრიოკი დაბლობებისგან შედგებოდეს,იგი ციხისგან არაფრით იქნებოდა განსხვავებული.სამშობლო კი ის მიწაა,რომელიც ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის სამოთხედ უნდა ვაქციოთ.ბატონებო,მკლავი,რომელსაც ხმალი უჭირავს,ადრე თუ გვიან დაიღლება და ხმალს ქარქაშში ჩააგებს,მაგრამ მარჯვენა,რომელსაც ხნული გაჰყავს,დღითი დღე უნდა გაძლიერდეს და გაძლიერებასთან ერთად მეტ მიწას დაეპატრონოს”.
* * *
“კაცობრიობა მთლიან ორგანიზმად,ყოველი ერი კი ამ ორგანიზმის ნაწილად უნდა განვიხილოთ.თუ მსოფლიოს რომელიმე კუთხეში დაავადება იჩენს თავს,არ უნდა ვთქვათ,მე რა მენაღვლებაო… სხვის ავადმყოფობას ისეთივე ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ,როგორც საკუთარს”. – (ავტორი გენია.ჯი)