ვიქტორ ბიაკა-ბოდა – “ეპიზოდი”
ვიქტორ ბიაკა-ბოდა (1913-1950 წლები) – წარმოადგენდა სპილოს ძვლის ნაპირელ (თანამედროვე – კოტ-დ’იუვარი) იმ ერთადერთ პოლიტიკოსს,იურისტსა და ექიმს ისტორიაში,რომელიც რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,თავისივე ამომრჩევლების მიერ იქნა მოკლული და შეჭმული.ვიქტორმა სამედიცინო განათლება სენეგალის დედაქალაქ – დაკარში მიიღო.სამშობლოში დაბრუნების შემდგომ სპილოს ძვლის ნაპირის დემოკრატიულ პარტიაში გაწევრიანდა.გარდა ამისა,ეწეოდა სამედიცინო მოღვაწეობასაც.იმისათვის რომ პოლიტიკური კარიერა გაეკეთებინა,ევროპული სახელი – ვიქტორიც კი დაირქვა. 1948 წლის 14 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის სენატის არჩევნებში (იმ პერიოდისათვის – სპილოს ძვლის ნაპირი – საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიის სტატუსს ატარებდა) და გამარჯვებაც მოიპოვა. (ავტორი გენია.ჯი) 1950 წლის 28 იანვარს,მორიგი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ბუაფლეს მეტად არაცივილიზირებულ გარეუბანს სტუმრობდა.გზაში მიმავალს ავტომობილი გაუფუჭდა.სანამ მძღოლი ავტომობილს შეაკეთებდა,სენატორმა ჯუნგლებში გასეირნება გადაწყვიტა.სწორედ ამის შემდგომ გაუჩინარდა ბიაკა-ბოდა.ხანგრძლივი სამძებრო ოპერაციების შედეგად ჯუნგლებში განთავსებული ერთ-ერთი სოფლის სიახლოვეს აღმოჩენილი იქნა ვიქტორის პირადი ნივთები,რომელთა გვერდითაც საკმაოდ აკურატულად იყო დალაგებული ადამიანის ძვლები,მათ შორის თავის ქალა.ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა,რის შემდგაც დადგინდა,რომ ნაპოვნი ძვლები ბიაკა-ბოდას ეკუთვნოდა.გამოძიებამ სენატორის მკვლელობიდან ორი წლის შემდეგ დაადგინა,რომ ვიქტორი სპილოს ძვლის ნაპირზე მაცხოვრებელმა იმ კანიბალებმა მოკლეს და შეჭამეს,რომლებმაც რამდენიმე წლის წინათ მას მხარი დაუჭირეს არჩევნებში და შესაბამისად მისსავე ელექტორატს წარმოადგენდა.მკვლელობის ერთადერთ მოტივად კი ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებული – კანიბალიზმი დასახელდა. (ავტორი გენია.ჯი)