როგორ იძია შური აგათა კრისტიმ თავის ყოფილ მეუღლეზე?!
დიდი ინგლისელი დეტექტიური ჟანრის მწერალი ქალი - დეიმ აგათა მერი კლარისა მილერი (1890-1976 წლები),იგივე - აგათა კრისტი,რამდენიმე წლის მანძილზე იყო შეყვარებული ბრიტანეთის არმიის ლეიტენანტსა (შემდგომ პოლკოვნიკი) და ბიზნესმენზე – არჩიბალდ კრისტიზე (1889-1962 წლები). 1914 წლის ქრისტეშობა დღეს შეყვარებული წყვილი დაქორწინდა და მალევე გოგონა,სახელად როზალინდა შეეძინათ. 1919 წელი აგათას ცხოვრებაში,შეიძლება ითქვას,საბედისწერო გარდატეხა მოხდა,რადგან სწორედ იმ პერიოდში გარდაეცვალა დედა (კლარა ბოეჰმერი),რომელიც მის ცხოვრებაში უდიდეს როლს თამაშობდა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ პერიოდში აგათას მეუღლე – არჩიბალდი,პირადი საქმეების გამო ესპანეთში იმყოფებოდა.დედის სიკვდილით სასოწარკვეთილმა ქალმა მარტოობა ვერ აიტანა და არჩიბალდს ესპანეთში წერილი მისწერა,სადაც თხოვდა,რომ იმ მძიმე წუთებში მის გვერდით ყოფილიყო.თუმცა,მეუღლისაგან შემდეგი სახის საპასუხო წერილი მიიღო: “ძალიან შორი გზაა.გარდა ამისა,არ მინდა გამოვტოვო საკვირაო გოლფის მატჩი”.
ესპანეთიდან დაბრუნებულმა არჩიბალდმა აგათა მას შემდეგ კიდევ უფრო გააოგნა,რაც განუცხადა,რომ უკვე დიდი ხნის შეყვარებული იყო თავისი შეფის მდივან ქალზე – ნენსი ლილზე,რომელიც გოლფის თამაშის დროს გაიცნო.დედის გარდაცვალებას თან მეუღლის მიერ განქორწინების მოთხოვნა მოჰყვა…
მიუხედავად ამისა,აგათა ვარაუდობდა,რომ ქმარს გატაცება მალე გაუვლიდა და იგი კვლავაც ოჯახს დაუბრუნდებოდა.ამას თავის მხრივ ხელს შეუწყობდა მათი საერთო ქალიშვილის გარემოებაც.აღსანიშნავია,რომ განვითარებულ მოვლენებში ინგლისელი მწერალი ქალი არა მეუღლეს,არამედ საკუთარ თავს ადანაშაულებდა.მიიჩნევდა,რომ ბევრად აქტიური და იდეალური რომ ყოფილიყო,ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. (ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველად განქორწინების პროცესს წელავდა (თითქმის ერთი წლის მანძილზე),მაგრამ საბოლოოდ მაინც მივიდა იმ დასკვნამდე,რომ სიტუაციის გამოსწორება ყოვლად შეუძლებელი იყო.
თავისი გონიერებით განთქმულმა აგათამ გადაწყვიტა ისეთი რამ მოეწყო არჩიბალდისათვის,რაც მას განქორწინებისათვის სამუდამო დაღს დაასვამდა…
განქორწინებიდან მალევე,პოლიციამ აღმოაჩინა არჩიბალდის მიტოვებული ავტომობილი,რომელშიც ნაპოვნი იქნა მრავალი ნივთმტკიცება იმ დოკუმენტებისა,რომელიც ერთ-ერთი განზრახ მკვლელობის აქტის ჩადენას ეხებოდა.საყურადღებოა,რომ ამავე დოკუმენტებში აგათა სხვა სახელითა და გვარით ფიგურირებდა და ისე ჰქონდა წარმოჩენილი ყოველივე,თითქოს არჩიბალდის საყვარელი იყო და თავად იყო შემსწრე მომხდარი ფაქტისა.უპირველეს ეჭვმიტანილად რაღა თქმა უნდა ავტომობილის მეპატრონე – არჩიბალდი იქცა.აგათას ყოფილ მეუღლეს უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა იმისათვის,რომ თავისი სიმართლე პოლიციისათვის დაემტკიცებინა.ყველაფერი ეს კი მოწყობილი გახლდათ დეტექტიური ჟანრის შესანიშნავი მწერალი ქალის – აგათა კრისტის მიერ,რომლსაც რაღა თქმა უნდა არ გაუჭირდებოდა ისეთი კრიმინალური ისტორიის შეთხზვა,რომელიც ყოფილ ქმარს დიდი პრობლემების წინაშე დააყენებდა.ასეთი მეთოდით იძია შური მან ორგულ ყოფილ მეუღლეზე.მოგვიანებით,აგატა დაქორწინებული იქნა ბრიტანელ არქეოლოგ – მაქს მელოუნზე,რომელმაც სხვათა შორის,აგათას გარდაცვალებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ იქორწინა მისსავე ძველ მეგობარზე – ბარბარა პარკერზე. (ავტორი გენია.ჯი)
არჩიბალდ კრისტი (აგათას პირველი მეუღლე)
მაქს მალოუენი და აგათა კრისტი