ერნესტ მილერ ჰემინგუეი – “ეპიზოდი”
გენიალურმა ამერიკელმა მწერალმა – ერნესტ მილერ ჰემინგუეიმ (1899-1961 წლები),თავისი მშფოთვარე ცხოვრების განმავლობაში უამრავი სულიერი და ფიზიკური ტრამვა გადაიტანა,რის გამოც არაერთხელ მოხვედრილა საავადმყოფოებში.მონაწილეობა მიიღო პირველ და მეორე მსოფლიო ომებში,რა დროსაც ერთ-ერთი დაჭრილი იტალიელი ჯარისკაცის ბრძოლის ველიდან გამოყვანის დროს ავსტრიელთა ყუმბარმტყორნების ცეცხლის ქვეშ მოექცა. (ავტორი გენია.ჯი) შედეგად,ერნესტი ყუმბარის 26 ნამსხვრევით დაიჭრა.საბედნიეროდ – ცოცხალი გადარჩა,თუმცა დაზიანებული მუხლის ბუნებრივი სახსრის ალუმინისაგან დამზადებული პროთეზით ჩანაცვლება მოუწია.გარდა ამისა,ორი ჭრილობა მიიღო ნადირობისას.ერთხელ სულაც სასწაულებრივ გადაურჩა ტყეში გაჩენილი ხანძარში გამოწვას.გარდა ზემოთ აღნიშნული ტრამვებისა,ჰემინგუეიმ გადაიტანა ისეთი დაავადებები,როგორებიცაა – კანის კიბო,ციმბირის წყლული,ანემია,მალარია,დიაბეტი,ჰეპატიტი,პნევმონია,დაზიანებული ჰქონდა თირკმელები და ელენთა,გააჩნდა თავის ქალის ფუძის მოტეხილობა.მაგრამ,აღნიშნული ტრამვისაგან შესაძლო გამოსაწვევ დამბლის დაცემას გადაურჩა; ფსიქიკური და ნევროზული შემოტევების გამო ჩაუტარდა 13 ელექტროშოკური თერაპიის სეანსი,რის შემდეგაც დაკარგა მახსოვრობა და საბოლოოდ წაერთვა წერის უნარი. (ავტორი გენია.ჯი)