გუსტავ კლიმტი – “ეპიზოდი”

ებრაული წარმომავლობის მქონე ავსტრიელ ძმებს,გვარად ბლოხებს  - ფერდინანდსა და გუსტავს ორი მშვენიერი დის – ადელისა და მარია ბაუერების სიყვარული ჩაუვარდათ გულში.თავის მხრივ,მათი სატრფოები ვენის საბანკო კავშირის გენერალური დირექტორისა და საკმაოდ დიდი ფინანსური შესაძლებლობების მქონე – მორიც ბაუერის ქალიშვილები გახლდნენ.გარკვეული პერიოდის გავლის შემდგომ,ძმებმა ბლოხებმა დებ – ბაუერებზე დაქორწინება გადაწყვიტეს და დაქორწინდნენ კიდეც (მათ შეაერთეს თავიანთი გვარები და იწოდებოდნენ,როგორც – ბლოხ-ბაუერები). (ავტორი გენია.ჯი) თუკი გუსტავს არჩევანში ძალიან გაუმართლა (იმისი მეუღლე კარგი დიასახლისი და ქმრის ერთგული ქალი იყო),ფერდინანდის არჩევანი მართლაც რომ კოშმარული აღმოჩნდა.ადელს არც ბავშვის გაჩენა სურდა და არც დიასახლისისათვის აუცილებელ მოვალეობებს ასრულებდა.თუმცა ფერდინანდის ყველაზე დიდ ტრაგედიას მაინც,მისი მეუღლის აღვირახსნილი ცხოვრების წესი წარმოადგენდა.ადელის განსაკუთრებით იტაცებდა მხატვარ მამაკაცებთან ინტიმური ურთიერთობები,რის გამოც ბლოხს მთელი ვენა დასცინოდა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ადელისაგან “რქებდადგმულმა” ფერდინანდმა მეტად უცნაური გადაწყვეტილება მიიღო.კერძოდ,მისივე ინიციატივით 4 წლიანი კონტრაქტი დაიდო სწორედ იმ მხატვართან,რომელიც ფერდინანდის უმთავრესი შეურაცხყოფისა და დამცირების მიზეზი გახდა.ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზეც,რომ ფერდინანდმა ამ კონტრაქტით იმავე ადამიანის მეშვეობით გადაწყვიტა დიდი ფულის შოვნა,რომელსაც მის მეუღლესთან სასიყვარულო რომანი აკავშირებდა, და ეს მხატვარი გახლდათ ავსტრიულ სახვით ხელოვნებაში მოდერნის ფუძემდებელი გენიალური მხატვარი – გუსტავ კლიმტი (1862-1918 წლები).კონტრაქტის თანახმად,კლიმტი ვალდებული იყო ოთხი წლის განმავლობაში ემუშავა ადელის სურათების შექმნაზე.იმ  შემთხვევაში თუკი კლიმტი კონტრაქტს დაარღვევდა სოლიდური ფინანსური ჯარიმით დაისჯებოდა ბლოხის სასარგებლოდ.ამ ხნის განმავლობაში გუსტავმა 26 წლის ასაკში მყოფი ადელის 100-მდე ესკიზი შექმნა.სწორედ იმავე პერიოდში შექმნა მხატვარმა თავისი შემოქმედების საუკეთესო ნამუშევრები – “შიშველი სიმართლე”,”კოცნა”,”ადელი ბლოხ-ბაუერი II”,”ივდითი და ოლოფრენის თავი”,”ივდითი II” და სხვა სურათები,რომლებზეც ფერდინანდის აღვირახსნილი ცოლი – ადელი იყო გამოსახული.

1907 წელს,გერმანიის ქალაქ მიუნხენში გამართულ გამოფენაზე განსაკუთრებული ფურორი მოახდინა კლიმტის მიერ დახატულმა შედევრმა-სურათმა და “ოქროს ადელად” წოდებულმა ტილომ – “ადელი ბლოხ-ბაუერი I”.საინტერესოა ისიც,რომ სწორედ აღნიშნული მომენტიდან იქცა იგი ავსტრიისათვის ისეთივე მნიშვნელობის მხატვრად,როგორიც ვან გოგი გახლდათ ნიდერლანდებისთვის და პიკასო ესპანეთისთვის.

1925 წლის 24 იანვარს ადელი ბლოხ-ბაუერი ვენაში გარდაიცვალა.სიკვდილის წინ,მან ფერდინანდს ანდერძად დაუტოვა,რომ მის კოლექციაში დაცული კლიმტის სურათები,სადაც თავად იყო გამოსახული,”ბელვედერის გალერეასთვის” გადაეცა.თავად გუსტავ კლიმტი ამ დროს უკვე შვიდი წლის გარდაცვლილი იყო. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა,რომ ფერდინანდს კოლექციის გაყიდვა და დიდი ფულის შოვნა ჰქონდა განზრახული (რაც თავშივე ჩაფიქრებული ჰქონდა),ადელის ანდერძის აღსრულება ნაწილობრივ მაინც იკისრა.თუმცა,დროც საკმაოდ გაწელა და მნიშვნელოვანი სურათების გალერეასათვის გადაცემაზეც უარი განაცხადა (გადასცა რამდენიმე უმნიშვნელო ღირებულების მქონე სურათი).

გერმანელი ფაშისტების მიერ ავსტრიაში წარმოებული “ანშლუზის” დროს,ფერდინანდი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა,ხოლო მისი უნიკალური კოლექცია კი ადელის ებრაელი ნათესავისათვის – მარიასათვის ჩაებარებინა.მაგრამ,ებრაული წარმომავლობის მქონე მარია გესტაპოსთან იმ ადამიანმა დააბეზღა,ვისაც რამდენიმე ხნით ადრე ცოლობაზე უარი უთხრა.გოგონა ოჯახთან ერთად დააკავეს და “დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკში” გადააგზავნეს.მის სახლში შენახული გუსტავ კლიმტის სურათები კი ხელში გერმანელებმა ჩაიგდეს.

რამდენიმე ხნის შემდეგ,მარიასათვის ჩამორთმეული გენიალური ავსტრიელი მხატვრის ნამუშევრები ადოლფ ჰიტლერს წარუდგინეს.მიუხედავად მოწონებისა,ფიურერმა ადელის სურათების რაიხსტაგში განთავსებისაგან მაინც შეიკავა თავი,რადგან მათში “სემიტური” შტრიხები “აღმოაჩინა”.

ფერდინანდ ბლოხ-ბაუერი კი ისე აღესრულა ციურიხში 1945 წლის 13 ნოემბერს,რომ თავისი თავდაპირველი გეგმა განუხორციელებელი დარჩა: მისი შეურაცხმყოფელი მხატვრის სურთებიდან ვერც დიდი ფული იშოვა და ვერც მათი  შეინარჩუნა მოახერხა.(ავტორი გენია.ჯი)

ფერდინანდ ბლოხ-ბაუერი

ადელი ბლოხ-ბაუერი

“კოცნა”

“ადელი ბლოხ-ბაუერი I”

“ივდითი და ოლოფრენის თავი”

“ადელი ბლოხ-ბაუერი II”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>