მარკ ტვენი – “ეპიზოდი”
დიდი ამერიკელი მწერლის,სატირიკოსისა და იუმორისტის – მარკ ტვენის (1835-1910 წლები) შესახებ გამოცემულ ბიოგრაფიულ წიგნში – “Mark Twain: A Biographi”,მწერლის პირადი ცხოვრებისა და ლიტერატურული მოღვაწეობის აღწერის გარდა,მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა მის პირად ჰობს – ბილიარდის თამაშს.აღნიშნულ წიგნში მოყვანილი მასალების მიხედვით ირკვევა,რომ სემიუელ ლენგჰორნ კლემენსის ცხოვრებაში (მარკ ტვენის ნამდვილი სახელი და გვარი) ამ არაჩვეულებრივ სამაგიდო თამაშს მნიშვნელოვანი როლი ეკავა.შეიძლება ითქვას,რომ ამერიკელი მწერალი ბილიარდზე უზომოდ შეყვარებული პიროვნება იყო. (ავტორი გენია.ჯი) სახლში მოწყობილი ჰქონდა ბილიარდის სათამაშო ოთახი,სადაც ტვენი საკმაოდ დიდ დროს ატარებდა.მის ოჯახში მიმსვლელ თითოეულ სტუმარს (მათ შორის ქალბატონებსაც) საბილიარდო ოთახში იწვევდა და იწყებოდა ხანგრძლივი პროცესი ბილიარდის თამაშისა.გარდა ამისა, ყოველ პარასკევს მარკ ტვენის სახლში რეგულარულად იკრიბებოდნენ ბილიარდის მოყვარულები,რომლებიც გათენებამდეც კი განაგრძობდნენ საყვარელ თამაშს.მწერლის ქალიშვილი – სიუზი იგონებდა,რომ მამამისი არასოდეს იღლებოდა ბილიარდის თამაშით და მანამ აგრძელებდა თამაშს,სანამ მოწინააღმდეგე მის აბსოლუტურ უპირატესობას არ აღიარებდა,რაც თურმე დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა ამერიკელ მწერალს.აქვე მინდა შეგახსენოთ,რომ მარკ ტვენი ცაცია იყო და ბილიარდსაც მარცხენა ხელით თამაშობდა.მიუხედავად ამისა,იგი დიდებული მოთამაშე გახლდათ.ცნობილი ფაქტია,რომ როდესაც ერთი უცნობი მოწინააღმდეგისათვის ყველა პარტია მოუგია ცაცია ხელით,დამარცხებულს უთქვამს,თქვენ მარცხენა ხელით როგორ შესანიშნავად თამაშობთ და წარმომიდგენია,მარჯვენა ხელით რა სასწაულებს ჩაიდენთო.
აღნიშნულ პოსტს,მარკ ტვენის ქალიშვილის – სიუზის სიტყვებითვე დავასრულებ,რომელიც მწერლის ფანატიკური სიყვარულის კიდევ ერთი ნათელი გამოვლინებაა ბილიარდის თამაშისადმი: “მამაჩემის საყვარელი თამაში – ბილიარდია, და როდესაც იღლება,იმის ნაცვლად,რომ დაიძინოს და მოისვენოს,მთელი ღამე ბილიარდის თამაშში ატარებს.როგორც თავად ამბობს,სწორედ ამ დროს ისვენებს მისი გადაღლილი ტვინი ყველაზე კარგად”. (ავტორი გენია.ჯი)
მარკ ტვენის სახლში მოწყობილი საბილიარდო