ფრენსის ჰოუარ გრინუეი – “ეპიზოდი”
ფრენსის ჰოუარ გრინუეი (1777-1837 წლები) – წარმოადგენდა რიგი დოკუმენტების გაყალბებისა და თაღლითობისათვის სიკვდილმისჯილ იმ ერთადერთ ადამიანს მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში,რომლის პორტრეტიც დატანილი იქნა ფულად ბანკნოტებზე (ავსტრალიურ დოლარზე).პროფესიით არქიტექტორი გრინუეი ინგლისის ქალაქ ბრისტოლში დაიბადა.იქვე დაიწყო მუშაობა.გარდა არქიტექტურული მუსაობისა,წერდა სტატიებს რიგი ინგლისური ჟურნალ-გაზეთებისათვისაც.ჰყავდა მეუღლე და 7 შვილი.თავისი ტემპერამენტით სახელგანთქმული ფრენსისი ხშირად შედიოდა კონფლიქტში სახელისუფლებო წრეების მაღალჩინოსნებთან,რის გამოც უამრავი გავლენიანი მტერი გაიჩინა. (ავტორი გენია.ჯი) 1812 წელს გრინუეის ინგლისურმა სასამართლომ ბრალი დასდო დოკუმენტების გაყალბებასა და თაღლითობაში,რის შემდეგაც მიესაჯა სიკვდილით დასჯა.თუმცა,მალევე განაჩენი გადახედილი იქნა და სიკვდილით დასჯა 14 წლით ავსტრალიაში გადასახლებით შეუნაცვლეს.ავსტრალიაში გადასახლებული ფრენსისი სრულიად შემთხვევით შეხვდა თავის ძველ ნაცნობს (ერთ-ერთი შტატის ექსგუბერნატორს) – არტურ ფილიპს,რომელმაც თავის მხრივ,კარგად უწყოდა გრინუეის ბრწყინვალე არქიტექტურული შესაძლებლობები.სწორედ მისი დახმარებით დაიწყო მან მუშაობა ავსტრალიაში დასახლებული კოლონისტებისათვის განკუთვნილი სახლების მშენებლობაზე.მისი ნიჭი შეუმჩნეველი არც სხვებს არ დარჩენიათ და ანდეს კიდეც ისეთი უმნიშვნელოვანესი ნაგებობების აგება,როგორებიცაა სიდნეიში განთავსებული “მთავრობის სახლი”,სიდნეის უბეში მდებარე “მაკუორის შუქურა”,”უზენაესი სასამართლო”,”მოსამართლეთა სახლი”,”მუსიკალური კონსერვატორია” და სხვა.საყურადღებოა,რომ ამ უდიდესი არქიტექტორის უშუალო ხელმძღვანელობით სიდნეიში 49 დიდებული ნაგებობა აიგო,მათ შორის რამდენიმე ბრწყინვალე ქრისტიანული ტაძარი.როგორც ირკვევა,იმ პერიოდში ავსტრალიის დედაქალაქად სიდნეის გამოცხადებაში ფრენსისმა უდიდესი წვლილი დაიდო.ავსტრალიის ურბანიზაციის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილის გამო,მას დღემდე არა ინგლისელ,არამედ ავსტრალიელ არქიტექტორად მოიხსენიებენ.
1818 წელს გრინუეის ინგლისის ხლისუფლებამ სამშობლოში დაბრუნების ნება დართო,სადაც მის მიერ აგებული იქნა ლივერპულის კოლეჯი და წმინდა მათეს ტაძარი.ნიუკასლში დასახლებული ფრენსის ჰოუარ გრინუეი 1837 წლის 26 სექტემბერს,ტიფის შედეგად გარდაიცვალა.მისი პორტრეტი კი მოგვიანებით დატანილი იქნა ათი ნომინალის ღირებულების მქონე ავსტრალიურ დოლარზე. (ავტორი გენია.ჯი)
ინგლისურ ციხეში მყოფი ფრენსის ჰოუარ გრინუეი
ფრენსის ჰოუარ გრინუეის მიერ აშებული რამდენიმე ნაგებობა
ფრენსის ჰოუარ გრინუეის პორტრეტი ავსტრალიურ დოლარზე