მერი რიჩარდსონი – “ვანდალური აქტი”
ესპანურ სახვით ხელოვნებაში “ოქროს ხანის” გენიალური ესპანელი მხატვარი – დიეგო ველასკესი (1599-1660 წლები),ალბათ,ვერასოდეს წარმოიდგენდა მის მიერ 1647-1651 წლებში დახატულ შედევრ-ტილოს – “ვენერა სარკის წინ”,თუ ოდესმე ვინმე თავს დაესხმებოდა და განადგურებას დაუპირებდა,გარდა იმ პერიოდში მოქმედი ინკვიზიტორებისა.ინკვიზიციის ბოგინი,საბედნიეროდ,ისე იქნა დასრულებული რომ სურათი განადგურებას გადაურჩა.მას შემდეგ საუკუნები გავიდა.კაცობრიობაც მეტ-ნაკლებად “ცივილიზირებულობის” აღმავალ საფეხურს შეუდგა… (ავტორი გენია.ჯი) მაგრამ ამას წერტილი დაუსვა გერმანელ ფაშისტთა არნახულმა ძალადობამ… მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ კაცთა მოდგმა კვლავაც ეცადა თავისი ცივილიზირებულობის საზომი აემაღლებინა და რამდენადმე წინაც წაიწია,თუმცა,სამწუხაროდ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა…
კანადაში აღზრდილი ბრიტანელი სუფრაჟისტი ქალი - მერი რიჩარდსონი (1882-1961 წლები),სხვა თანამებრძოლი სუფრაჟისტი ქალებისაგან განსაკუთრებული ფანატიზმით გამოირჩეოდა.იგი აწყობდა ტერაქტებს და მონაწილეობას იღებდა სხვა უამრავ დანაშაულში,რის გამოც ცხრაჯერ იქნა დაკავებული.საერთო ჯამში,რიჩარდსონმა ციხეში 3 წელიწადი დაჰყო.განთავისუფლების შემდეგ გაწევრიანებული იქნა “ბრიტანელ ფაშისტთა კავშირში”.მალევე,მიიღო გადაწყვეტილება,თავისი თანამებრძოლი ქალისა და მეგობრის – ემელინ პანხორსტის დაკავების გამო,პროტესტის განსაკუთრებული მეთოდისათვის მიემართა. 1914 წლის 10 მარტს,მერი ლონდონის ეროვნულ გალერეას ეწვია,რა დროსაც დანის გამოყენებით საშინლად დააზიანა (დაჩეხა) დიეგო ველასკესის მიერ დახატული ტილო – “ვენერა სარკის წინ” (ქვემოთ განთავსებული სურათი).
ტილოს ვანდალურად დაზიანებიდან სულ რაღაც ხუთიოდე წუთში იგი პოლიციის მიერ იქნა დაკავებული.დაკავებისას,მან პოლიციელებს განუცხადა: “მე ვარ სუფრაჟისტი ქალი და ვბრძოლობ ქალთა უფლებების დასაცავად.თქვენ შეგიძლიათ სხვა სურათი შეიძინოთ,თუმცა ვერანაირი ფულის სანაცვლოდ ვერ შეიძენთ მეორე – ემილინ პანხორსტს,თუკი მას ციხეში მოკლავთ!” (ცნობისათვის,პანხროსტი სუფრაჟისტთა ლიდერი იყო და იმ პერიოდში სასჯელს იხდიდა ლონდონის ჰოლოუეის ციხეში,სადაც ახალი დაწყებული ჰქონდა შიმშილობის აქტი). – (ავტორი გენია.ჯი)
რიჩარდსონის მიერ ჩადენილი ვანდალური ქმედება სასამართლოს განხილვის საგნად იქცა.მოსამართლის მიერ დასმულ შეკითხვაზე,თუ რა იყო დანაშაულის მოტივი,მერიმ შემდეგი პასუხი გასცა: “თქვენი “ვენერა სარკის წინ”,მამაკაცებში სექსუალური აღგზნებადობის ერთ-ერთ ობიექტად იქცა.ეს სექსისტები მას ისეთივე ვნებათაღელვით უყურებენ,როგორც ახალ პორნოგრაფიულ აღმოჩენას! ამიტომ დარწმუნებული ვარ,რომ ჩემი საქციელი მსოფლიოში მაცხოვრებელ ქალებს ძალიან მოეწონებოდათ,რადგან მე ამას საბოლოოდ დავუსვი წერტილი!”
საბედნიეროდ,რესტავრატორებმა ველასკესის სურათის გადარჩენა დიდი ძალიხმევის შედეგად მაინც მოახერხეს და იგი კვლავაც ლონდონის ეროვნულ გალერეაშია დაცული. (ავტორი გენია.ჯი)
“ვენერა სარკის წინ” (რესტავრირებული ვარიანტი)