ჯალათები – “ეპიზოდი”
საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდგომ,ქვეყანა საშინელმა სადამსჯელო აქტებმა და ტერორმა მოიცვა.მაქსიმილიან რობესპიერის,ჟორჟ ჟაკ დანტონის,ჟან-პოლ მარატისა და სხვა გამარჯვებულ რევოლუციონერთა უშუალო ბრძანებებით ათასობით უცნობ ადამიანთან ერთად გილიოტინაზე სიცოცხლე დაასრულა ისეთმა ცნობილმა ადამიანებმაც,როგორებიც გახლდნენ – ლუი XVI, მარია ანტუანეტა, ანტუან ლავუაზიე, ანტუან ბარნავი, ჟან სილვენ ბაი და სხვები. (ავტორი გენია.ჯი) ისტორიკოსთა ცნობების თანახმად,საერთო ჯამში,საფრანგეთის რევოლუციის შემდგომმა ტერორმა 40 000 ადამიანის სიცოცოხლე იმსხვერპლა (მათ შორის იაკობინელთა ბატონობის ბოლო თვეში 1900-ს ადამიანს მოჰკვეთეს გილიოტინაზე თავი).სწორედ იმ პერიოდში მოითხოვა საფრანგეთში გამეფებულმა აიკობინელმა მმართველებმა საზოგადოებისაგან,რომ “ჯალათების” მიმართ მათი დამოკიდებულება კარდინალურად შეცვლილიყო.მათივე სურვილი გახლდათ,რომ ხალხისაგან გარიყულ და მოძულებულ ჯალათებს სრულყოფილი ინტეგრირება მოეხდინათ საზოგადოებაში.ამისათვის გადაიდგა კიდეც რიგი ნაბიჯებისა: თუკი ადრეულ ეპოქებში ჯალათები მხოლოდ სასიკვდილო განაჩენების აღსრულებით,საროსკიპოების ზედამხედველობით,საზოგადოებრივი საპირფარეშოების დასუფთავებითა და სხვა არასასიამოვნო პროცედურებით იყვნენ დაკავებული,იაკობინელთა ზეობის დროს უფლება მიეცათ ყოველი ოფიციალური საზეიმო ღონისძიება პირადად მათ გაეხსნათ.გარდა ამისა,ფრანგებს კატეგორიულად აეკრძალათ ისინი – “ჯალათებად” მოეხსენებინათ.ჯალათებისათვის შემოღებული იქნა სრულიად ახალი სახელწოდება – “სახალხო შურისმაძიებლები”.საყურადღებოა ის გარემოება,რომ იაკობინელთა უმრავლესობა შემდგომში სწორედ იმავე “სახალხო შურისმაძიებლების” ბასრი გილიოტინების მსხვერპლნი გახდნენ,რომელთაც ერთ დროს თავადვე მფარველობდნენ. (ავტორი გენია.ჯი)