ფრაზეოლოგია “ბიბლიოთეკის” შესახებ…

1. “ჩემი სამშობლო იქ არის,სადაც ჩემი ბიბლიოთეკაა”. – ერასმუს როტერდამელი

2. “ბიბლიოთეკაში ძალიან ბევრი რამის პოვნაა შესაძლებელი,თუ ზუსტად იცი,რას ეძებ”. – ნატალია კოსუხინა

3. “ბიბლიოთეკა – წიგნების ზღვაში მოცურავე ნოეს კიდობანია”. - (ავტორი გენია.ჯი)

4. “მე განათლება ბიბლიოთეკაში მივიღე.სრულიად უფასოდ”. – რეი ბრედბერი

5. “სამოთხე – გახლავთ ისეთი ადგილი,სადაც ბიბლიოთეკა ოცდაოთხი საათის განმავლობაშია ღია კვირის შვიდივე დღეს”. – ალან ბრედლი

6. “ბიბლიოთეკა – ადამიანური ფანტაზიების მაღაზიაა”. – პიერ ნიკოლი

7. “ვერსად ისე ძლიერად ვერ იგრძნობთ ადამიანთა იმედების ამაოებას,როგორც – საჯარო ბიბლიოთეკებში”. – სემუელ ჯონსოსნი

8. “ცარიელი ბიბლიოთეკა – მკვდარ სამყაროს მაგონებს”. – ვალერი კრასოვსკი

9. “მითხარი,რას კითხულობ და გეტყვი,ვინა ხარ”. – ლუი ბლანი

10. “ბიბლიოთეკარები – ასასინებზე გაცილებით საშიში ხალხია.ისინი გამუდმებით კითხულობენ წიგნებს,რა დროსაც მათ თავში მრავალი აზრი დახეტიალობს და მრავალი იდეა იბადება.ხოლო იდეები კი,თქვენც გარგად მოგეხსენებათ,რომ ყველაზე საშიში იარაღებია”. – სარა ჯ. მაასი – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>