ფილიპე II მაკედონელი – “ეპიზოდი”

ცნობილი ფაქტია,რომ მაკედონიის მეფეს და ალექსანდრე დიდის მამას - ფილიპე II მაკედონელს (ძვ.წ.აღ-ით 382-336 წლები) უცაბედად ჩაძინების მეტად უცნაური თვისება გააჩნდა,რის გამოც არაერთხელ აღმოჩენილა კაზუსურ სიტუაციაში.

ერთ დღეს,ფილიპეს,რომელიღაც საქმის განხილვის დროს,ჩვეულებისამებრ,ჩაეძინა.შესაბამისად,მან ვერ მოისმინა ბრალდებულის მიერ წარმოთქმული თავის გასასამართლებელი სიტყვა, და როდესაც გამოეღვიძა,ყოველგვარი არგუმენტების გარეშე გამოუტანა გამამტყუნებელი განაჩენი მას.ბრალდებული მეფის გადაწყვეტილებამ ერთობ აღაშფოთა და განაცხადა,რომ განაჩენს აუცილებლად გასაჩივრებდა.

- ვისთან უნდა გაასაჩივრო? – შესძახა ბრალდებულს განრისხებულმა ფილიპემ.

- ისევ თქვენთან,მეფეო.მაგრამ არა ჩაძინებულთან,არამედ ფხიზელთან, – უპასუხა ბრალდებულმა.ბრალდებულის გონიერმა პასუხმა ფილიპე დიდ უხერხულობაში ჩააგადო,რის გამოც საქმეს ხელახლა გადახედა და მისი გამამართლებელი განაჩენიც გამოიტანა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>