ალკიბიადე – “ეპიზოდი”
გამოჩენილ ძველ ბერძენ პოლიტიკოსსა და მხედართმთავარს - ალკიბიადეს (ძვ.წ.აღ-ით 450-404 წლები) ერთ-ერთი ნადიმის დროს,მეგობრებმა ურჩიეს,რომ ყოველგვარი კონტაქტი გაეწყვიტა ქალთან,სახელად – ლარისასთან,რადგან მას ალკიბიადე არ უყვარდა და ფულსაც ამაოდ ახარჯავდა ქალს.
- ჩემო მეგობრებო,მე არც ღვინოს ვუყვარვარ და არც თევზს,მაგრამ ისინი მაინც იმდენად მიყვარს,რომ მათი შეძენისათვის არანაირი თანხის გადახდაზე არ ვამბობ უარს, – ერთმნიშვნელოვნად მიუგო ალკიბიადემ მეგობრებს. (ავტორი გენია.ჯი)