აგათოკლე – “ეპიზოდი”

სირაკუზელმა ტირანმა და მოგვიანებით სიცილიის მეფემ – აგათოკლემ (ძვ.წ.აღ-ით 361-289 წლები) დიდ ძველ ბერძენ ფილოსოფოსს – ქსენოკრატე ჰალკიდონელს (ძვ.წ.აღ-ით 396-314 წლები) ერთ-ერთი დიალოგისას ჰკითხა,თუ რატომ დუმდა იგი მაშინ,როდესაც მისი ოპონენტი ფილოსოფოსები ედავებოდნენ.

- ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრჯერ მინანია იმ სიტყვების გამო,რაც წარმომითქვია.თუმცა არასოდეს მინანია ჩემი დუმილის გამო, – უპასუხა ქსენოკრატემ სირაკუზელ ტირანს.

მისმა პასუხმა აგათოკლე რამდენიმე ხნით ჩააფიქრა.ფიქრიდან გამორკვეულმა კი ფილოსოფოსს შემდეგი სიტყვით მიმართა:

- თუკი სულელი ადამიანი ბრძანდებით,მაშინ ძალიან გონიერად იქცევით ხმას რომ არ იღებთ.მაგრამ თუკი გონიერი ადამიანი ხართ,მაშინ ძალიან დიდ სისულელეს იდენთ თქვენივე დუმილით. (ავტორი გენია.ჯი)

ქსენოკრატეს ჰალკიდონელი

კომენტარის დატოვება