ეპამინონდასი – “ეპიზოდი”
ცნობილმა ძველ ბერძენმა პოლიტიკურმა მოღვაწემ და თებესა და ბეოტიის კავშირის ხელმძღვანელმა – ეპამინონდასმა (ძვ.წ.აღ-ით 418-362 წლები) ერთ-ერთ ბრალდებულს განაჩენად სიკვდილით დასჯა გამოუტანა.როგორც აღმოჩნდა,მსჯავრდებულს საკმაოდ გავლენიანი საახლობლო წრე გააჩნდა და დაიწყო კიდეც ეპამინონდასთან სხვადასხვა რანგის სახელმწიფო მაღალჩინოსნების თხოვნების მიღება იმის შესახებ,რომ თავისი განაჩენისათვის გადაეხედა და მსჯავრდებული შეეწყალებინა.მიუხედავად ამისა,თებესა და ბეოტიის კავშირის ხელმძღვანელი განაჩენის გადახედვასთან დაკავშირებით მაინც კატეგორიულ უარზე იდგა.ამის შემდგომ,ეპამინონდასთან სახელოვანი თებელი მხედართმთავარი – პელოპიდეც კი მივიდა და მანაც მსჯავრდებულის შეწყალება ითხოვა.წინა შემთხვევების მსგავსად,ეპამინოდასი კვლავაც შეუვალი აღმოჩნდა.მსჯავრდებულის სიკვდილით დასჯამდე რამოდენიმე დღით ადრე,ძველ ბერძენ პოლიტიკოსს მსუბუქი ყოფაქცევის ულამაზესი ქალი ესტუმრა… მალევე,ყველასათვის მოულოდნელად,მან თავისი გადაწყვეტილება შეცვალა და სიკვდილმისჯილს სიცოცხლე შეუნარჩუნა.მოგვიანებით,აღნიშნული საკითხის შესახებ ეპამინონდასმა შემდეგი სახის განაცხადება გააკეთა: “იმ სახის თავაზიანობას,როგორიც მე გამოვიჩინე,მხოლოდ და მხოლოდ მსუბუქი ყოფაქცევის მქონე ულამაზესი მანდილოსნები იმსახურებენ და არა მხედართმთავრები”. (ავტორი გენია.ჯი)