დიონისე I – “ეპიზოდი”
სირაკუზელი ტირანი – დიონისე I (ძვ.წ.აღ-ით 431-367 წლები) შესანიშნავად ათვითცნობიერებდა იმას,რომ თავისი ქალაქის მოსახლეობას საშინლად სძულდა და შეაჩვენებდა.ერთ დღეს,სიცილიის ქალაქების სამხედრო-პოლიტიკური კავშირის შემქმნელმა დიონისემ,უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო თანამდებობაზე ნაძირლობით სახელგანთქმული ის ადამიანი დანიშნა,რომელსაც სირაკუზის მოსახლეობა კარგად იცნობდა.აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ არა მხოლოდ მრავლისმნახველი სირაკუზელების აღშფოთება გამოიწვია,არამედ მისი უახლოესი გარემოცვის წევრებიც კი გააოგნა.მიუხედავად ამისა,ტირანს მაინც ვერავინ შეჰბედა იმ მიზეზის ახსნა,თუ რატომ მიიღო მისი პრესტიჯისათვის ესოდენ არასახარბიელო გადაწყვეტილება.თუმცა აღნიშნულ საკითხს თავად დიონისევემ მოჰფინა ნათელი: “ჩემი სურვილი გახლავთ,რომ სირაკუზაში,თუნდაც ერთი ადამიანი მაინც მოიძებნოს ისეთი,რომელსაც სირაკუზელები ჩემზე მეტად შეიძულებენ და შეაჩვენებენო”. (ავტორი გენია.ჯი)