სოკრატე – “ეპიზოდი”

ერთ დღეს,გენიალურ ძველბერძენ ფილოსოფოსსა და მოაზროვნეს – სოკრატეს (ძვ.წ.აღ-ით 470-399 წლები) გამვლელმა ჰკითხა:

- რამდენი საათის სავალი გზაა დარჩენილი ქალაქამდე?

- იარე… – იყო სოკრატეს პასუხი.

მგზავრმა სულ რაღაც თორმეტიოდე ნაბიჯი გადადგა,რომ მოულოდნელად,ზურგიდან სოკრატეს ხმა მოესმა:

- ორი საათი!

გაკვირვებული მგზავრი ფილოსოფოსს მოუბრუნდა და ჰკითხა:

- რატომ მაშინვე არ გამეცით სწორი პასუხი?

- მე საიდან ვიცოდი,როგორი სიჩქარით გადაადგილდებოდით თქვენ! – მიუგო სოკრატემ. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება