კლაუდიო მონტევერდი – “ეპიზოდი”
ოპერის პირველ კლასიკოსად აღიარებული დიდი იტალიელი კომპოზიტორი და მომღერალი – კლაუდიო მონტევერდი (1567-1643 წლები),იტალიურ ქალაქ მანტუიდან გაძევების შემდგომ ვენეციაში დასახლდა,სადაც წმინდა მარკოზის ტაძრის კაპელას ჩაუდგა სათავეში.გარდა “საეკლესიო მუსიკალური ნაწარმოებებისა” (ღვთაებრივი ქმნილებებისა),იგი აქტიურად მუშაობდა საოპერო მუსიკის შექმნაზე და შეკვეთებით წერდა სხვადასხვა სახის მუსიკალურ კომპოზიციებს.მისმა “საერო მუსიკალურმა ქმნილებებმა” იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურეს,რომ ზოგიერთ მათგანს ეკლესიებშიც კი აჟღერებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ერთ დღეს,კლაუდიო,ვენეციაში განთავსებულ ერთ-ერთ ტაძარში ღვთისმსახურებას ესწრებოდა,რა დროსაც,მის მიერვე დაწერილი საერო მუსიკალური ნაწარმოების შესრულება დაიწყო.მოულოდნელად,აღელვებული იტალიელი კომპოზიტორი ფეხზე წამოიჭრა და მთელი ხმით შესძახა:
- შემინდე,უფალო,მე ცოდვილს! შენ ხომ ყველაზე კარგად უწყი,რომ ეს მუსიკა შენთვის არ დამიწერია! – (ავტორი გენია.ჯი)