ვოლტერი – “ეპიზოდი”
გენიალური ფრანგი ფილოსოფოსის,მოაზროვნისა და მწერლის – ფრანსუა მარი არუეს,იგივე – ვოლტერის (1694-1778 წლები) გაცნობა ძალიან ეწადა ერთ-ერთ ფრანგ სწავლულს.ამ მიზნით იგი სპეციალურად გაემგზავრა გერმანიის ქალაქ ფერნაში,სადაც იმ პერიოდისათვის იმყოფებოდა თავისი კუმირი მოაზროვნე.მიუხედავად რამდენიმე დღიანი ლოდინისა,ვოლტერის ხილვა და გაცნობა მისთვის მაინც მიუღწეველ ოცნებად დარჩა,რადგან ფრანგმა ფილოსოფოსმა მასთან შეხვედრისაგან თავი შეიკავა.ფერნადან გამგზავრების წინ,ფრანგმა სწავლულმა ვოლტერის ნათესავი ქალის – დენის სახლში ვოლტერისადმი გადასაცემი წერილი დატოვა,რომელშიც ეწერა: “მე თქვენ ღმერთად მიგიჩნევდით.ახლა კი საბოლოოდ დავრწმუნდი ჩემი შეხედულების ჭეშმარიტებაში,რადგანაც თქვენი ხილვა ისეთივე შეუძლებელი აღმოჩნდა,როგორც ღმერთისა”. (ავტორი გენია.ჯი)
ვოლტერი იმდენად აღაფრთოვანა უცნობი ავტორის გონებამახვილურმა წერილმა,რომ უმალვე დაედევნა მას,დაეწია,გაეცნო და პატივისცემის ნიშნად აკოცა კიდეც. (ავტორი გენია.ჯი)