იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთესა და ნაპოლეონ ბონაპარტის შეხვედრა…
მდინარე ილმზე მდებარე ქალაქ ვაიმარში ნაპოლეონ ბონაპარტის 40 000-ანი არმიის შესვლის შემდეგ,გენიალური გერმანელი მწერლის,პოეტისა და მოაზროვნის – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს (1749-1832 წლები) საცხოვრებელი ბინა თვალში მოუვიდა ფრანგ მარშალს – მიშელ ნეის.მან ბრძანება გასცა ფრანგ ჯარისკაცებს გოეთეს ბინა დაეკავებინათ. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ბრძანების აღსრულება მთვრალმა ფრანგმა ჯარისკაცებმა გადაწყვიტეს,თუმცა გოეთეს მეუღლისაგან – ქრისტინა ვულპიუსისაგან გააფთრებულ წინააღმდეგობას წააწყდნენ.წინააღმდეგობა გაწია თავად იოჰანმაც,რასაც ის კინაღამ ემსხვერპლა კიდეც.საბედნიეროდ,გოეთეების წყვილმა არა მხოლოდ სიცოცხლე,არამედ ბინაც შეინარჩუნა.მალევე,იოჰანმა ვაიმარის ელჩის – მიულერის პირით მიიღო შეტყობინება იმის თაობაზე,რომ მისი გაცნობა თავად იმპერატორ ნაპოლეონს სურდა.აუდიენცია 2 ოქტომბრისათვის დაინიშნა.მოგვიანებით,გოეთე ბონაპარტთან შეხვედრას ასე იხსენებდა:
“იმპერატორი უშველებელ მრგვალ მაგიდას უჯდა და საუზმობდა.მხარმარჯვნით,ოდნავ მოშორებით ტალეირანი იდგა.მხარმარცხნით,თითქმის უფრო ახლოს დავუ.ნაპოლეონი კონტრიუბაციების გამო ესაუბრებოდა დავუს.დამინახა თუ არა,მანიშნა ახლოს მივსულიყავი.მე წინ წავიწიე,მაგრამ საპატიო მანძილზე შევდექი,ნაპოლეონმა ყურადღებით მომავლო თვალი.მე თავმოდრეკილი სალამი მივეცი”.
სიტყვა დავუმ აიღო.იგი განმარტავდა გოეთეს ქმნილებებს.დასასრულს კი იოჰანის მიერ მაჰომედის თარგმანი ახსენა.იმპერატორმა ვოლტერის დრამა აძაგა და სავსებით მოულოდნელად “ვერტერის ვნებანს” შეეხო.თქვა,რომ აღნიშნული ნაწარმოები შვიდჯერ ჰქონდა წაკითხული (ცნობილია,რომ გოეთეს ეს შესანიშნავი ქმნილება ბონაპარტს ეგვიპტეში ლაშქრობის დროსაც თან ჰქონდა წაღებული).იმპერატორი “ვერტერის ვნებანის” უკანასკნელ პასაჟებს შეეხო და შეურაცხყოფილი პატივმოყვარეობისა და ვნებიანი სიყვარულის ურთიერთში აღრევა აღნუსხა და დაიწუნა კიდეც.ამ ფაქტმა გოეთეს გაოცება გამოიწვია,თუმცა დაეთანხმა ნაპოლეონს ამ საკითხში.”ფრანგული სცენა ბუნებას და ჭეშმარიტებას ღალატობს.ეჰ,ბედისწერა ჩვენს დროში?.. – თავად პოლიტიკაა ბედისწერა”, – აღუნიშნავს ბონაპარტს.
შეხვედრის მიმდინარეობისას ნაპოლეონმა იოჰანს პარიზში ჩასვლა და ტრაგედიის – “ცეზარის სიკვდილი”-ს დაწერა დაჟინებით მოთხოვა,დასასრულ კი “ლეჟიონ დ’ონორის” ორდენი გადასცა.მიუხედავად იმისა,რომ გოეთე მუდვიმად გაურბოდა ნაპოლეონთან თავისი პირველი შეხვედრის პერიპეტიების აღწერას,საბოლოოდ მაინც აღნიშნა: “ჩემს ცხოვრებაში მასზე უფრო ზენარული და სასიხარულო ვერავინ შემხვდებოდაო”.
ნაპოლეონში იგი პოლიტიკურ პიროვნებასა და მისი სამშობლოს მტერს როდი ხედავდა,არამედ უშველებელ ფენომენსა და დემონური ძალების განსახიერებას.როდესაც გოეთეს ვაჟმა ინატრა,ნეტავ ნაპოლეონის ცხოვრების სურათებით სავსე ოთახი მქონდესო,იოჰანმა დაამატა: “ეს ოთახი უთუოდ დიდზე დიდი უნდა იქნეს.მაგრამ ესაა სურათებიც ვერ დაიტევდნენ ალბათ საქმეებს მისთაო”, – რაც შესანიშნავად ასახავს მის პირად დამოკიდებულებას მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მხედართმთავრის მიმართ. (ავტორი გენია.ჯი)