ანაქარსისი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,ანტიკური ხანის დიდ სკვით ფილოსოფოსსა და ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად – “ღუზის” გამომგონებელ – ანაქარსისს (ძვ.წ.აღ-ით 605-545 წლები),რბილად რომ ვთქვათ,მეტად შეუხედავი ცოლი ჰყოლია. (ავტორი გენია.ჯი) ერთ დღეს ახლადდაქორწინებული ანაქარსისი და მისი მეუღლე მეგობრებმა ნადიმზე მიიწვიეს.ბევრმა მათგანმა თავიანთი მეგობრის შეუხედავი ცოლი პირველად იხილა და ერთობ უკმაყოფილოც დარჩა მისი გადაწყვეტილებით,თუმცა ანაქარსისისათვის არავის არაფერი უთქვამს.გაჩაღდა ნადიმი, და როდესაც იგი ეშხში შევიდა,შეზარხოშებულ ფილოსოფოსს გვერდით მჯდომმა შეზარხოშებულმავე მეგობარმა არჩევანი გულღიად დაუწუნა და შენიშნა,რომ მან ცოლად “ურჩხული” შეირთო.აქნაქარსისს გაეღიმა და მეგობარს შენიშვნაზე შემდეგი პასუხი გასცა:
- სრული ჭეშმარიტებაა.ის მართლაც არ არის ლამაზი; მაგრამ კარგად შეხედე კეთილშობილი ღვინით სავსე რამოდენა თასი მიდგას წინ.დავლევ მას და ისიც მშვენიერ ქალად იქცევა. (ავტორი გენია.ჯი)