რეი ჩარლზი – “ეპიზოდი”

გენიალურმა ამერიკელმა პიანისტმა,სოულის შემსრულებელმა და პოპულარული აფრო-ამერიკული მუსიკის ჟანრის – რითმ-ენდ-ბლუზის ფუძემდებელმა – რეი ჩარლზმა (1930-2004 წლები) მხედველობა შვიდი წლის ასაკში დაკარგა.მხედველობის დაკარგვის მიზეზი გახლდათ ფსიქოლოგიური ტრამვის შედეგად განვითარებული ნერვული შეტევა,რომელიც ექვსი წლის ჩარლზს თავისი უმცროსი ძმის – ჯორჯის გარდაცვალების შედეგად განუვითარდა (რეის ძმა მისსავე თვალწინ დაიხრჩო აუზში).მიუხედავად მხედველობის დაკარგვისა,რეი ჩარლზმა თავის თავში მაინც გამონახა უდიდესი ძალა და ბრწყინვალე მუსიკოსადაც ჩამოყალიბდა. (ავტორი გენია.ჯი) გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე,დააარსა “სმენადაქვეითებულთა დახმარების ფონდი”,რამაც მრავალი ადამიანის გაოცება გამოიწვია,რადგან თავად ჩარლზს არა სმენის,არამედ მხედველობის დაქვეითების პრობლემა აწუხებდა.ერთ-ერთ ჟურნალისტს,რომელიც მისი აღნიშნული გადაწყვეტილებით დაინტერესდა,შემდეგი პასუხი გასცა: “მუსიკამ გადაარჩინა ჩემი სიცოცხლე.არ ვიცი,მხედველობადაკარგულ კაცს,როგორ უნდა მეცხოვრა ყურთასმენის გარეშეცო”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>