იოჰან ტეტცელი – “ეპიზოდი”
იოჰან ტეტცელი (1460-1519 წლები) – წარმოადგენდა გერმანიის ქალაქ პირნაში დაბადებულ საქსონიელ ბერმონაზონს,რომელსაც “ინდულგენციების” ბოროტად გამოყენების გამო განსაკუთრებულად უპირისპირდებოდა ეკლესიის გერმანელი რეფორმატორი – მარტინ ლუთერი. (ავტორი გენია.ჯი) ტეტცელი ირწმუნებოდა,რომ “ინდულგენცია” უფრო დიდი მნიშვნელობის მოვლენა იყო,ვიდრე – “ნათლობა” და შესაბამისად ყველას მოუწოდებდა თავიანთი ცოდვები ფულით გამოესყიდათ.მისმა განუსაზღვრელმა მომხვეჭელობამ მორწმუნეებისა და რიგი სასულიერო პირების აღშფოთება გამოიწვია,თუმცა იგი ამას არად დაგიდევდათ და კვლავაც აქტიურად განაგრძობდა “ინდულგენციებით” სარფიანად ვაჭრობას.
ერთ დღეს,ლაიფციგში მყოფ დომინიკელ ბერმონაზონ იოჰან ტეტცელთან ადგილობრივი არისტოკრატი მივიდა.მან ტეტცელისაგან იმ ცოდვის გამოსყიდვა ითხოვა,რომელიც მომავალში უნდა ჩაედინა.ინდულგენციების გამყიდველმა იოჰანმა არისტოკრატს თანხმობა განუცხადა და გარკვეული საფასურის გადახდის შემდგომ,მასზე “ინდულგენცია” გასცა.რამდენიმე დღის გასვლის შემდგომ,ტეტცელმა ლაიფციგი დატოვა.გზაზე მიმავალს მოულოდნელად ის არისტოკრატი დაესხა თავს და სასტიკად სცემა,რომელსაც სულ რამდენიმე დღის წინ მიჰყიდა ინდულგენცია.წასვლის წინ კი,ლაიფციგელმა არისტოკრატმა მიწაზე დამხობილ და კარგად ნაბეგვ ტეტცელს ერთმნიშვნელოვნად უთხრა,რომ მისგან წინასწარ სწორედ ის ცოდვა გამოისყიდა,რომელიც ეს-ესაა ჩაიდინა. (ავტორი გენია.ჯი)