სტილპო მეგარელი – “ეპიზოდი”
ერთ დღეს,მეგარული სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი ძველ ბერძენი ფილოსოფოსი – სტილპო მეგარელი (ძვ.წ.აღ-ით 360-280 წლები) პოლემიკაში შევიდა პლატონის აკადემიის რიგით მეხუთე სქოლარქთან (თანამედროვე გაგებით – სკოლის დირექტორი) – კრატეს ათენელთან. (ავტორი გენია.ჯი) ის იყო,მათ შორის კამათმა ზენიტს მიაღწია,რომ უცებ სტილპოს მოაგონდა,რომ რაღაც საქმეზე იყო წასასვლელი.მან დავა შეწყვიტა და წასვლა დააპირა,რა დროსაც კრატესმა გამარჯვებულის ყიჟინით შესძახა: “აი,ხომ ხედავთ,თქვენ არ შეგიძლიათ ჩემთან პოლემიკის გამართვა არგუმენტების არქონის გამო!” – სტილპო მეგარელმა კი მოპაექრეს აუღელვებლად მიუგო: “მეგობარო,უნდა გესმოდეთ,რომ კამათის გაგრძელება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი,საქმის გადადება კი არასდროს არის მიზანშეწონილი.შესაბამისად,ჩვენი კამათი მოიცდის,ჩვენი საქმეები კი არასოდეს!”. (ავტორი გენია.ჯი)
კრატეს ათენელი