იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე – “ჩემი მტრების კლასიფიკაცია”
“რიცხვი მათი ლეგიონია.ჯერ მინდა ისინი დავასახელო,ვინც თავიანთ სისულელის გამო გადამკიდებიან.მათ ჩემი არ გაეგებათ,არც მიცნობენ და ისე მაძაგებენ.ასეთნი მრავალნი არიან და ამგვარებმა თავი მომაბეზრეს ჩემი ცხოვრების მანძილზე.მე მათ მივუტევებ,რამეთუ არ უწყიან რასა იქმნიან. (ავტორი გენია.ჯი)
მეორე საკმაოდ დიდი მასსა ადამიანებისა,ჩემთა მეშურნეთაგან შესდგება.ამ ადამიანებს არ უნდათ ის ბედნიერება და მდგომარეობა შემაწიონ,რომელიც ტალანტის ჩემის ძალით მომიხვეჭნია.ისინი ჩემს სახელს ეპოტინებიან და სიამოვნებით გამანადგურებდნენ ეს რომ შეეძლოთ.
ამის შემდეგ უნდა ვახსენო ისინიც,ვინც ჩემი მტერი მხოლოდ იმიტომ გამხდარა,რომ საკუთარი მიზნებისათვის ვეღარ მიუღწევიათ.მათ შორის ნიჭიერნიც ურევია.ამ უკანასკნელებს ვერ უპატიებიათ ჩემთვის,რომ მე დავჩრდილე ისინი.მეოთხედ მე უნდა დავასახელო ისეთნიც,ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო მტრად მომკიდებიან,ვინაიდან მე ადამიანი ვარ და როგორც იმგვარს მრავალი ადამიანური სიმცდარე და სისუსტენი მახლავს,ამიტომაც,ცხადია,ვერც ჩემი ნაწერები იქნებოდნენ უზადონი.მე სერიოზულად ვმუშაობდი თვითდასრულებისათვის,დაუცხრომლად ვიღწვოდი ჩემი პიროვნების სრულყოფისათვის და ხანდახან ისიც ხდებოდა,რომ ისინი ისეთი ზრდისათვის მაძაგებდნენ,რაც მე უკვე დიდი ხნის წინათ ჩამოცილებული მქონდა.ამ კეთილ მეგობრებს გაცილებით ნაკლები ზიანი მოუყენებია ჩემთვის. (ავტორი გენია.ჯი) ხანდახან ისინი სწორედ მაშინ მესროდნენ ხოლმე,როცა მე უკვე ცხრა მთას გადაღმა ვიყავი…
შილერს ამ შემთხვევაში უკეთესი მდგომარეობა ჰქონდა,ერთმა გენერალმა საუბრის დროს ფრთხილად დამარიგა,შილლერსავით მოიქეციო.ამის შემდეგ მე მას განვუმარტე შილერის დამსახურებების ამბავი,რადგან მე ამ გენერალზე უკეთ ვიცნობდი შილლერს.
მე აღუშფოთებლად მივსდევდი ცხოვრების ჩემის თემშარას და არარად ვაგდებდი ჩემს მტრებს.
ბატონ მეცნიერებს,სახელდობრ ბოტანიკოსებს,ხშირად სასაცილოდაც არ ჰყოფნით ჩემი იდეები.მაგრამ ისინი უთუოდ უკეთ მოიქცეოდნენ,სავსებით გულგრილად რომ ჩამივლიდნენ გვერდს,მერმე იცით რატომ? ისინი ამბობენ: გოეთე სპეციალისტი არ არისო.
მე მინდა სავსებით მარტო ვიყო.ხანდახან ისე წარმომიდგენია ჩემი თავი,როგორც იმ კაცს,რომელიც დაღუპულ გემს გადარჩენია,ცალფა ფიცრისათვის ხელი წაუვლია და ასე მოჰყვება ტალღებს,ამ ფიცარზე მხოლოდ ერთი დაეტევა,ამიტომაც ეს ერთი გადარჩება,სხვანი უფსკრულისაკენ წავლენ.
გერმანელი მწერალი,გერმანელი მარტვილია… არც სხევბს დასდგომია უკეთესი დღე: სხვებს მეტიც მოსვლიათ.რამდენი ტანჯვა მიადგა შილლერს,რუსსოს და ვოლტერს.ბაირონი ავმა ენებმა გააგდეს ინგლისიდან და უდროვო სიკვდილს რომ არ გამოეგლიჯა იგი ფილისტერების საძულველი კლანჭებისაგან,ბაირონი ბნელეთის კიდეში გადაიხვეწებოდა უთუოდ. (ავტორი გენია.ჯი)
კარგი იქნებოდა მარტო შეზღუდული ადამიანების მასსა რომ სდევნიდეს რჩეულს,ტალანტიც სდევნის ტალანტს.პლატენი ჰაინეს ახელებს.ხოლო ჰაინე პლატენს და ყოველი მათგანი სცდილობს მეორე მხარე ცუდად დაანახოს ხალხს და შეაძაგოს,მიუხედავად იმისა,რომ ეს ქვეყანა დიდია და ყველას შეეძლო მასში მშვიდად ეცხოვრა და ემუშავნა,ასეა: ყოველ კაცს ტალანტთან ერთად მტერიც უჩნდება”. (ავტორი გენია.ჯი)