“დამაკვირდი”

1. “ვფიქრობ,ცხოვრება მარტოობაა,რომელსაც დროდადრო ამრავალფეროვნებს საზოგადოება და არა – საზოგადოებრივი ცხოვრება,რომელსაც დროდადრო ამრავალფეროვნებს მარტოობა”. – ფილიპ ლარკინი

2. “დიდკაცს უთუოდ დიდი მემკვიდრეობით აჯილდოებს ისტორია”. – კონსტანტინე გამსახურდია

3. “სიყვარული მრუდე ქვევრია – სიხარული ჩავძახე და სევდა ამომძახა”. – გიორგი კეკელიძე

4. “ქვეყნად მართლადმავალ კაცს არ სჭირდება ფარ-ხმალი და მშვილდ-ისარი,მისი იარაღი მისი სიბრძნეა – სიტყვაში განსახიერებული; მას,ვინც არ ღებულობს ამ ბრძნულ რჩევებს,მთელი ცხოვრება სანანებელი გაუხდება ხოლმე”. – იოანე – (ავტორი გენია.ჯი)

5. “ბოლომდე ევროპის შვილად – შფოთვისა და სირცხვილის ნაშიერად დავრჩები”. – მიშელ უელბეკი

6. “შენ გაგიმარჯოს,ჩემო სიკვდილო,მოთმინებით რომ მელოდები მთელი სიცოცხლე!” – თემურ ჩხეტიანი

7. “სახელგანთქმულ ადამიანს არა მარტო არა აქვს პირადი ცხოვრება,არამედ – არც არასოდეს ჰქონია ის”. – კლაივ ჯეიმსი

8. “მიწაზე ვინც გაიარა,ყველამ დატოვა თავის ამბავი”. – ნინო ქადაგიძე

9. “სიცოცხლეს ის შეიცნობს,ვისაც მოთმინება ეყოფა,ხოლო ვისაც მოთმინება ეყოფა,მიხვდება,რომ სიკვდილი დაფარულში შეღწევას ნიშნავს.გარდაცვალების შემდეგ ადამიანი მიწიერი გულის სანაცვლოდ ყოვლისმხილველ თვალს იღებს”. – მაკა ლდოკონელი

10. “ხე და ადამიანი – ორივე იზრდება.ერთს ჩრდილი ემატება,მეორეს დარდი”. – ვაჟა ხორნაული – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება